ია აბულაშვილი
(17.03.2020)

„წესების გამკაცრების ფონზე, ნახეთ, ჩინეთში როგორ დაძლიეს ეს დაავადება. ამიტომ, ამ სიტუაციაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ნებისმიერი ჯარიმა უნდა დაწესდეს, რომ გადავრჩეთ.  როგორი შეწუხებული სახეებით გამოდიან ის ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ ეპიდემია დაძლიონ. ამას რომ ვერ დაინახავ, ვირი უნდა იყო ან - მოღალატე“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„მე არც ოპოზიციის მომხრე ვარ და არც მთავრობის, განსაკუთრებით ისეთი ჯარიმების, ადამიანს 200 ლარი რომ აქვს პენსია და რაღაც დარღვევისთვის 100 ლარით აჯარიმებ, მაგრამ ამ ვითარებაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ნებისმიერი ჯარიმა უნდა დაწესდეს, რომ გადავრჩეთ. 

„ხომ ნახეთ, წესების გამკაცრების ფონზე როგორ დაძლია ჩინეთმა ეს დაავადება. ჩვენ ცოტა თავნება ხალხი ვართ და არ ვიცავთ წესებს. შე მამცხონებულო, რომ იცი, რაღაცის მატარებელი ხარ, სხვას რატომ აზიანებ, გიჟი ხარ?

„როგორი შეწუხებული სახეებით გამოდიან ის ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ ეპიდემია დაძლიონ. ამას რომ ვერ დაინახავ, ვირი უნდა იყო ან - მოღალატე. ერთ გადაცემაში ვუსმენდი, სიტყვით გამოდიოდა ერთი მაღალი ოპოზიციონერი და ამბობდა ამირან გამიყრელიძეზე, ოთხი თვით ადრე უნდა სცოდნოდა ამ დაავადების შესახებო. ოთხი თვით ადრე მსოფლიომ არ იცოდა ამ დაავადების შესახებ და ამ კაცს როგორ უნდა სცოდნოდა? 

„ახლა პოლიტიკისა და კინკლაობის დრო არ არის, რომ ვინმემ ვინმეს უკბინოს ან უბწკინოს. მე 70 წლის კაცი ვარ და ხომ ხედავთ, რას აცხადებენ ამ ვირუსზე, ვის ერჩის ყველაზე მეტად. არც კორონასი მეშინა და არც სიკვდილის, მაგრამ ერთმანეთს ხომ უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.

ჩაწერა სახელი
სტუმარი (18.03.2020)
კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.