ია აბულაშვილი
(09.02.2020)

„რამდენჯერ დააპირეს გაყიდვა, მაგრამ ვერ გაყიდეს. კაპიკებში თუ გადააგდებენ, არ ვიცი. ვინ იყიდის? მე რომ მაჩუქონ, არ ავიღებ", -ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მთავრობის გადაწყვეტილებას აუქციონზე გაყიდოს რიყის „დოქები“.

„მიშამ ნამდვილად ბევრი კარგი რამე ააშენა თბილისში თუ ბათუმში, მაგრამ რა ჩანაფიქრი ჰქონდა რიყის "დოქებს" რომ აშენებდა, არ ვიცი. ან რესპულიკის მოედანზე ველოსიპედი რომ დაგვიყენა, ორივე მხარეს საჭე რომ ჰქონდა, შენ იქით იარე, შენ აქეთ ერთი ველოსიპედითო?  

„ბევრჯერ სცადეს, მაგრამ ვერ გაყიდეს ეს შენობა. ვერც ახლა გაყიდიან სარფიანად. კაპიკებში თუ გადადგებენ, არ ვიცი, ვინ იყიდის? მე რომ მაჩუქონ, არ ავიღებ. ძვირი დაჯდება რეკონსტრუქცია, რადგან შენობა უკვე ამორტიზირებულია. 

„მე რომ მკითხონ, ამ ორ „დოქში" ქალაქის ყველაზე დიდ ტუალეტს გავხსნიდი და იქნებოდა „ობშესტვენნი“ ტუალეტი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.

ჩაწერა სახელი