ია აბულაშვილი
(30.10.2019)

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, როცა საქართველო ერთიანი არ იყო და სამთავრობები ერმანეთს ებრძოდნენ, ქართული ეკლესია მაინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ვახტანგ გორგასალის მიერ ჩატარებულმა საეკლესიო რეფორმამ განამტკიცა სახელმწიფოს შიდა სტაბილურობა, მაგრამ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს კვლავ დადგა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერობის საკითხი.

მეფის მიზანი იყო არა ეკლესიის დამორიჩილება, არამედ მმართველობითი კავშირის შეკვრა სახელმწიფოსა და უმაღლეს საეკლესიო მთავრობას შორის. ამ მიზნით, ოთხი ბერი - საქართველოს პატრიარქი (კათოლიკოსი ქართლისა), აფხაზეთის კათოლიკოსი, ჭყონდიდელი და მოძღვართმოძღვარი იმავდროულად ხდებიან ქვეყნის მმართველებიც.

მაგრამ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანხმობის მიღწევა ადვილი არ აღმოჩნდა. ეკესიაში გაბატონებული იყვნენ ქვეყნის გაერთიანების მოწინაღმდეგე ძალები, რომლებიც მხარს უჭერდნენ მეფის წინააღმდეგ მოღალატე დიდგვაროვნებს. ესენი ძირითადად იყვნენ ეკლესიის მღალი ფენის წარმომადგენლები, ეპისკოპოსები, რომლებიც ეკლესიაში მოხვდნენ თავიანთი არსიტოკრატული წარმოშობისა და სიმდიდრის წყალობით.

ივანე ჯავახიშვილის ცნობით, დავით აღმაშენებელი, რომლის ინიციატივითაც მოწვეული იქნა რუის-ურბნისის კრება, მიზნად ისახავდა ქართული ეკლესიის განახლებას იმ პრინციპების საფუძველზე, რომელიც გიორგი მთაწმინდელმა წამოაყენა. კრება გაიამთრა "რუის-ურბნისის მახლობლად (დღევანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი) სავარაუდოდ 1103 -1104 წლებში, (ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ წყაროებში კრების მოწვევის ზუსტი დარიღი არ არის დასახელებელი). კრების მოწვევას ბევრი მიზეზი ედო საფუძვლად: სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ეკლესიაში ჰქონდა ადგილი, კერძოდ, ხელდასმის წესების დარღვევა, საკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა. კრებას თავი მოუყარა მეფის ერთგულმა გიორგი ჭყონდიდელმა, რომელმაც შემოიკრიბა გიორგი მთაწმინდელის იდეური მემკვიდრეები. კრებას უძღვებოდა იოანე კათალისკოსი. კრებაზე მიღებლი იქნა ძეგლისწერა, რომელის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვით გიორგი მწიგნობართუხუცესს და არსენ იყალთოელს. ძეგლისწერას კანონის ძალა ჰქონდა.

"რუის-ურბნისის კრება შეიკრიბა აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფის დავთი აღმაშენებლის ბრძანებით. ეს არის წმინდა და საეკლესიო კანონთა კრებული, შენახული ყოველგვარი შემატებითა და მოკლების გარეშე, ამათი ცოდნა, მიყოლა და მტკიცედ პყრობა მართებს ყველა ქრისტიანული მადიდებლობის წინამძღვარ მღვდელმთავარს, მღვდელს, დიაკვანს მთლიანად და სრულიად მართლმადიდებელთა ეკლესიას" - წერია "რუის-ურბნისის საკელესიო კრების ძეგლისწერაში.

რა თქმა უნდა, მთელ კანონს ვერ შევეხებით, მაგრამ რამდენიმე მუხლს მოვიყვანთ მაგალითად.

"პირველ რიგში განვკვეთეთ და მღდლობის პატივი ჩამოვართვით ისეთ ეპისკოპოსებს, რომლებიც ვერ ატარებენ მღვდელმთავრობის პატივს და უღირსნი არიან პირველი მწყემსმთავრის ქრისტესი. ასეთნი არ შეგვიჩვენებია. მათ ნაცვლად დავადგინეთ სხვები საქმით სარწმუნონი.

"ვადგენთ, რომ ამიერიდან აღარავინ გაბედოს არაფრის ქმნა, გარდა იმისა, რასაც კანონი განაწესებს. ეპისკოპოსნი ხელდასმულნი უნდა იქნეს ოცთხათხუტმეტი წლისა, მღვდელი ოცდაათი წლისა, დიაკონი ოცდხაუთისა, წიგნთმკითხველი რვა წლისა.

"ქრთამის და საფასურის შესახებ, რომელსაც ხელთდამსხმელნი მიიღებენ ხელთდასხმადთაგან, ასეთი უნდა ჩამოშორდეს ეკლესიას და მას უნდა აეკრძალოს მღვდლობა თავის მაკურთხეველთან ერთად. ამიერიდან ასეთი რამის ჩადენა არავინ გაბედოს. ვინც გაბედავს, შეჩვენებული იქნეს, ისე, როგორც სვიმონ მოგვი პეტრე მოციქულისგან, ნუ მიიღებენ ნურავისგან ნურასდროს ნურც ქრთამს, ნურც ძღვენს...

"ეკლესიისთვის შეწირული და ღმრთისადმი მიცემული ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი, სამღვდლო ჭურჭელი, ვადგენთ, წმინდა კანონის მიხდვით, არავის მიეცეს მათი ხმარების უფლება ეკლესიის გარეთ, თუ ვინმე გაბედავს მას მოელოდის ამ ქვეყნად ბაბილონთა მეფის ბალტაზარის და ანანიას და საფირას სასჯელი. ხოლო იმქვეყნად საუკუნო ცეცხლი, გამზადებული ეშმაკისა და მათი ანგელოზებისთვის.

"ქორეპისკოპოსად, კათალიკოსად და ეპისკოპოსად აირჩენ სჯულისა და საღმრთოწიგნთა მცოდნე მღვდლები ან დიკონნი და ღმერითის შიშით ემცნოს მას ყველა ქრისტიანული წესის უბიწოდ დაცვა. მან არაფერი უნდა გასცეს ქრთამად, არაფერი გაყიდოს ვერცხლზე, როგორც იუდამ უფალი, რათა მისი ჩამოსახრჩობი თოკი არ მიიღოს მემკვიდრეობად."

ჩაწერა სახელი