ელზა პაპოშვილი
(14.05.2020)

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 6 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 58 წლის  მამაკაცი 13 მაისს უდანაშაულოდ სცნო. განაჩენის გამოხადებას გოგონას ოჯახის პროტესტი და ხმაური მოჰყვა.  მათ სასამართლოს  შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადეს. ისინი საქმის პროკურორთან და მოსამართლესთან  შეხვედრას და მათგან განმარტებების გაკეთებას ითხოვდნენ.

დაზარალებული გოგანას ადვოკატი შალვა მჭედლიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ორი არასრულწლოვნის ჩვენება, რომლიც საქმეში დევს და დაწვრილებით ანალოგიურ ამბავს ყვებიან, მოსამართლემ მტკიცებულებად არ მიიჩნია. 

ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ ბავშვის ოჯახი  გურჯაანის რაიონულ პოლიციაში საქმის პროკურორს შეხვდა. ბრალდების მხარემ ოჯახს  სიმშვიდისკენ მოუწოდა და საქმის გასაჩივრებას დაპირდა. 

დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდეგ ოჯახი საქმეს  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თუმცა მანამდე ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს და გოგონას ცხოვრება ერთ ეზოში მოუწევს, რაც, ოჯახის განცხადებით, ისედაც ტრავმირებული ბავშვისთვის მძიმეა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. 

უმძიმესი დანაშაული, ბრალდების მხარის მტკიცებით, ლაგოდეხში 9 თვის წინ მოხდა. ბავშვი ამტკიცებს, რომ მასზე პაპის ძმამ, 58 წლის მამაკაცმა სექსუალურად იძალადა. ამის შემსწრე ასევე არის მისი თანატოლი და მეზობელი ბავშვი, რომელიც მსხევრპლის  მონაყოლს ადასტურებს. მიუხედავად საქმეში არსებული არა ერთი მტკიცებულებისა და მოწმეებისა, სასამართლოში ბრალდების მხარემ მას დანაშაულ ვერ დაუმტკიცა. მამაკაცი გირაოს საფუძველზე მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა და ის ბავშვთან ერთად ერთ ეზოში ცხოვრობს. 

გამოძიების ინფორმაციით, 58 წლის კაცმა მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურად იძალადა. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, დაკავებულისთვის ბრალის დამტკიცება პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე ვერ მოახერხა. მამაკაცმა დაწესებულება რამდენიმე დღის წინ, გირაოს სანაცვლოდ დატოვა. 

გამოძიების მიხედვით 6 წალის ბავშვი თანატოლთან ერთად ეზოში თამაშობდა. მამაკაცი მასთან მივიდა და ოთახში შეიყვანა. მან ბავშვი საწოლზე დაააწვინა, ტანზე გახადა,  თავადაც გაიხადა და სექსუალურად იძალადა.  მომხდარის შემსწრე მეგობრის საძებნად ოთახში შესული  მისივე  თანატოლია. ბავშვი კი ამის შემდეგ მშობლებს გამოუტყდა, რომ მამაკაცი მასზე სისტემატიურად ძალადობდა და ემუქრებოდა თუ კი ამ ამბავს გაახმაურებდა და დედას მოუყვებოდა, მასაც მოკლავდა და დედამისაც. 

„სასამართლოში მიუხედავად დაკითხული 18 მოწმის და ჩატარებული 22 პროცესისა, ბრალდების მხარემ მამაკაცს ძალადობის ფაქტი ვერ დაუმტკიცა.  ამდენი მოწმე და თვითმხილველი არსებობს, როგრო ვერ უნდა დაუმტკიცო ბრალდება? ბავშვი ყვება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და მასზე სისტემატიურად ძალადობდა. მისი თანატოლი ბავშვიც ზუსტად ანალოგიურად აღწერს სიტუაციას რასაც ჩემი შვილიშვილი. თუმცა მოსამართლემ ბავშვების ჩვენებები არ მიიღო. მოწმეები ისინი არიან და სხვა ვისი ჩვენება უნდა მიიღოს. ორივე ერთიდაიგივეს, რომ ყვება, როგორ იტყუებიან? თანაც ბავშვი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი ადრეც ყოფილა და მალავდა. 

საქმეს გულით არ მოეკიდნენ და 6 წლის ბავშვის ჯამრთელობა და მდგომარეობა არავის აინტერესებს. რაც ეს კაცი სახლში დაბრუნდა, ბავშვი ოთახიდან ვერ გამოგვყავს. 

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ,  ამ საქმეს არ შევეშვებით, სანამ ეს კაცი გარეთ არის, ჩვენ არ დავისვენებთ. რაღაცას გიდევ ჩაიდენს და ახლა სხვისი შვილი გაუბედურდება.  თუ მას არ დაიჭერენ, პარლამენტის წინ ჩავალთ, "პალატკას" გავშლით და შიმშილს დავიწყებთ"- აცხადებს დაზარალებული გოგონას პაპა „რეზონანსთან“. 

დაზარალებული გოგონას ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმე პროკურატურამ და მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ხელოვნურად გააჭიანურეს და შესაბამის უწყებებს რეაგირებას სთხოვენ. 

ოჯახისგან განსხვავებით კი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი ამბობს, რომ მას ტყულად აბრალებენ და ბავშვები მის წინააღმდეგ განაწყეს.  მომხდარს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურამ 9 თვის განმავლობაში მტკიცებულებების შეგროვება ვერ მოახერხა, რაც მისი გათავისუფლების მოტივი გახდა. შესაბამისად ელოდა, რომ მას სასამართლო უდანაშაულოდ სცნობდა. 

ჩაწერა სახელი