ია აბულაშვილი
(19.03.2020)

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, გარკვეული მიმართულებით საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაგზავნაზე შეზღუდვები წესდება.

"საქართველოს ფოსტის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ამ ვითარებიდან გამომდინარე მსოფლიოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციაში შექმნილი დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) გამო, "საქართველოს ფოსტა" 2020 წლის 20 მარტიდან აწესებს შემდეგ შეზღუდვებს.

საერთაშორისო წერილობითი კორესპოდენციის, ამანათისა და ემს გზავნილების გაგზავნა განხორციელდება მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში: ტაივანი, სამხერთ კორეა, მონღოლეთი, მაროკო, იორდანია, ირანი, იტალია, საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, ავსტრია, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი, პოლონეთი, პანამა, თურქეთი, ნიდერლანდები.

საერთაშორისო ავიაგზავნილის გაგზავნა ვერ განხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა, ფილიპინები, ერაყი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, იორდანია, ლიბანი, სუდანი, სირია, სომხეთი.

საერთაშორისო სახმელეთო ამანათის გაგზავნა განხორციელდება საბერძნეთის მიმართულებით, ხოლო ვერ განხორციელდება იტალიისა და ესპანეთის მიმართულებებით.

ჩაწერა სახელი