ელზა პაპოშვილი
(18.03.2020)

დილიდან საქართველოს დედაქალაქში სატრასპორტო კოლაფსია. თუმცა გამონაკლისი არც რეგიონებია, რადგანაც პრემიერის 17 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მიკროავტობუსების გადაადგილება დროებით შეჩერდა. დედაქალაქში მხოლოდ ავტობუსები და მეტრო მუშაობს. ხოლო რეგიონებში გადასადგილებლად ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა ტაქსებს იყენებს, რომელთა ფასიც გაორმაგებულია.  

პრემიერმა გიორგი გახარიამ კი ახალი კორონა ვირუსის მასშტაბურად გავრცელების საფრთხის გამო მთელი საქართველოს მასშტაბით, მიკროავტობუსებით გადაადგილება აიკრძალა. თუმცა დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს სრულიად გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა, რადგანაც ამას უკუეფექტი ექნება და ინფექციის  გავრცელების წყარო ზუსტადაც რომ შემცირებული  საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება. მათი აზრით, პირიქით მუნიციპალური ტრანსპორტის დამატება უნდა მომხდარიყო. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ ვირუსით დაინფიცირების შანსი მეტროსა და ავტობუსების სარგებლობის შემთხევვაში შემცირების მაგივრად გაზრდილია.

მათივე თქმით, ტრანსპორტში დაინფიცირების დიდი შანსი არსებობს, რადგან ავტობუსებოსა თუ მეტროს გადატვირთულობა ხელს უწყობს ამ ყოველივეს, შედეგი კი უარესი იქნება, რადგან დისტანციის დაცვა ასეთ გარემოში შეუძლებელია. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ავტობუსი და მეტრო სრულიად არ არის გადაადგილების საშუალება, რადგანაც ისინი ისეთ ადგილას ცხოვრობენ, სადაც ავტობუსის რამდენიმე მარშრუტის გამოცვლაა საჭირო. ბევრი მათგანი ყოველდღიურად მუშაობას განაგრძობს. 

დილიდან მგზავრთა რაოდენობა მეტი იყო, ხოლო ავტობუსების რაოდენობა ნაკლები. ასევე ტრანსპორტის კოლაფსი შეეხო რეგონებსაც, გამონაკლისი თბილისი-რუთავის სამრშუტო ხაზია, სადაც მიკროავტობსების შეზღუდული რაოდენობა მოძრაობს თბილისის მიმართულოებით კვლავ განაგრძობს.

რუსთვავის მოსახლეობის განცხადებით, მსგავსი შეზღუდვა ზრდის დაინფიცირების შანს რადგან რუსთავში შიდა გადაადგილებასაც მიკრო ავტობუსები ახორცილებდნენ. ხოლო ამ შეზღუდვის ფონზე რამდენიმე სამარშუტო ხაზზე დიდი დატვირთვა მოხდება. 

ამ გადაწყვეტილებებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აკრიტიკებს და მთავრობის ქცევას უპასუხისმგებლოს უწოდებს. მისი აზრით, არავის დაუთვლია სად მიდიოდა მიკროავტობუსის სამასი ათასზე მეტი მგზავრი. 

მისივე თქმით, საერთოდ უპატრონოდაა მიგდებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თავის მგზავრებიანად, არანაირი მოთხოვნა არ ვრცელდება მათზე და არც პასუხისმგებელია ვინმე.  თუ არ ჩავთვლით თბილისის მერიის მიერ აქა-იქ, ალაგ-ალაგ მისხურებულ სადეზინფექციო ხსნარს  24 საათში ერთხელ, რაც უდავოდ არასაკმარისი ღონისძიებაა. 

ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე დავით მესხიშვილის მოსაზრებას იზაირებს და ამბობს, რომ  ხელისუფლების ამ ქცევაზე  დღეს დუმილიც უკვე დანაშაულია. მისი აზრით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ, თბილისის საქალაქო ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ აქცია.

 „თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ გამოიწვია მგზავრთა ნაკადის მეტროსა და ავტობუსებზე გადართვა, რამაც პიკის საათში კოლაფსური მდგომარეობა შექმნა. გადაიტვირთა ავტობუსები, ავტობუსის გაჩერებები, მეტროპოლიტენი, განსაკუთრებით სადგურის მოედანი და მეორე ხაზზე გადასასვლელი სივრცე. ყოველივე ეს ზრდის ადამიანების დაინფიცირების რისკებს და ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.

მთავრობის გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ, რომლის რისკებიც წინასწარ არ შეფასებულა, შექმნა რეალური საფრთხე, ვირუსის გავრცელების ტემპები კატასტროფულ ნიშნულს მიუახლოვდეს. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს, მოსალოდნელი შედეგები უნდა განვსაზღვროთ და მარტივი პრინციპით ვიმოქმედოთ -ის, რაც თვლადია, უნდა დაითვალოთ.

მთავრობამ უნდა მიიღოს დროული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო ტრანსპორტი უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, იზრდება მეტროს შემადგენლობის მოძრაობის სიხშირე და ემატება ავტობუსების რაოდენობა. რაც სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა სიმჭიდროვეს მინიმუმამდე შეამცირებს. ამავდროულად სრულდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები, სატრანსპორტო საშუალებების მუდმივი დეზინფექცია, მგზავრებისთვის პირბადეების და სხვა დამცავი საშუალებების გამოყენება. ან ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, მინიმუმამდე მცირდება ეკონომიკური აქტივობა და იკლებს ადამიანების მობილობა. მოქალაქეებისთვის აღარ წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს,“ - აცხადებს ურუშაძე. 

იმ ადგილებში, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობაა, ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადის შესახებ სტატისტიკა ყოველდღე კეთდება და ავტობუსების დამატების თაობაზე გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღება.

„ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ სტატისტიკას თუ როგორი ნაკადია მუნიციპალურ ტრანსპორტში. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ რეგიონებსა და მონაკვეთებზე, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა შეინიშნება, ავტობუსები დაემატება,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ჩაწერა სახელი