ია აბულაშვილი
(09.09.2019)

 "იმის მოლოდინი მაქვს, რომ გახარია საქმეს გააკეთებს და ის ყველაზე კარგი პრემიერი იქნება იმ პრემიერებს შორის, რომლებიც აქამდე ამ თანამდებობას იკავებდნენ"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე სამთავრობო ცვლილებებს.

"რამდენჯერ ვთქვი, რომ მე არცერით პარტიის მომხრე არა ვარ, არც "ოცნების" და არც "ნაციონალების". არაცერთი პარტია არ მიყვარს, მაგრამ პროვნებებზე ყოველთვის მაქვს ჩემი შეხედულება.

"რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი ბევრს არ მოეწონება, მაგრამ გახარია საქმეს გააკეთებს, ამაში მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული. არ ვამბობ, რომ გახარია ანგელოზია და ფრთები აქვს, მაგრამ ის არის ძალიან ჭკვიანი და მაგარი ადამიანი და ქვეყნის საქმეს წინ წაწევს.

"ყველაზე კარგი პრემიერი იქნება იმ პრემიერებს შორის, რომლებიც ამ თანამდებობას აქამდე იკავებდნენ. ღარიბაშვილი ძალიან მომწონს კაცურად იქცევა და ვიცი, რომ საქმეს გააკეთებს.

"რაც შეეხება ოპოზიციას და მათ კრიტიკას, ამ დანიშვნებთან დაკავშირებით; სად გვყავს ჩვენ ოპოზიცია, რომელი ოპოზიცია, მხოლოდ თავის თავზე რომ ფიქრობს? რა გაუკეთებიათ? ანდაზაა ასეთი, იმ ძროხამ ჩამწიხლოს ჩემზე მეტს რომ იწველისო, ეს კარგად გაიგონ"- განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

ჩაწერა სახელი
status quo (11.09.2019)
რას გამოგყავთ ეს ბებერი ყლე,ვის რაში სჭირდება ეს კლოუნი.