თამთა ჩაჩანიძე
(12.06.2019)

 საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა, აღსანიშნავია ის, რომ წინა წლებთან შედარებით წელს ტემპერატურის მატება ივნისის დასაწყისიდან აღინიშნება. მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში წყლის დეფიციტი და ორგანიზმის გამოფიტვა, მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და დაავადებულ ადამიანებისთვის.

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ნიორაძე „რეზონანსთან"აღნიშნავს, რომ წელს მოსალოდნელია ცხელი ზაფხული, დაფიქსირდება საშუალო კლიმატურ ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალი ტემპერატურა, თუმცა იგი კატასტროფულ სიცხეებს არ ვარაუდობს.

„ცხელი ზაფხული გველის, ცხელი ზაფხული იმ კონტექსტში, რომ მთლიანად ზაფხულის ტემპერატურა საშუალო კლიმატურ ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალი დაფიქსირდება, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულ კატასტროფულ სიცხეებს ჯერჯერობით ვერ ვვარაუდობთ.

"ყველაზე მაღალი ტემპერატურა ივლისში და აგვისტოში ფიქსირდება, მაგრამ წელს ივნისით დაიწყო მაღალი ტემპერატურა. ზაფხულის პერიოდში ცელკეულ დღეებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს +35 +38 °C-მდე, არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მოკლე პრიოდში უფრო მაღალიც დაფიქსირდეს, კატასტროფულ სიცხეებს არ ველოდებით ისეთს, რაც ჯერ არ დაფიქსირებულა.

„სეზონის პროგნოზი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მაქსიმალური ტემპერატურა დავაკონკრრეტოთ, თითქმის ყოველ ზაფხულს ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა ამიტომ, გამორიცხული არაფერი არ არის (თან პანიკის საფუძველიც არ არის)" - აღნიშნა მან

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, საღამოს საათებში, მოსალოდნელია წვიმა მაღალი ტემპერატურის ფონზე.

„დღეს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +37°C- მდე მოიმატებს, 13 ივნისს დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ტემპერატურა დაიკლებს +27 +32°C-მდე, შემდეგ დღეებშიც ღამის საათებში მოსალოდნელია, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად მაღალი რემპერატურის ფონზე, სეტყვის შესაძლებობაც არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია მაღალი ტემპერატურისაგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები, როგორებიცაა: ორგანიზმის გაუწყლოვანება, გადახურება,სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. ასევე აღნიშნულია, რომ მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯფუფს განეკუთვნებიან 75 წლის და ზემო ასაკის ადამიანები,ბავშვები (განსაკუთრებით ახალშობილები), და დაავადებების მქონე პირები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, განსაკუთრებით ცხელ დღეებში რეკომენდებულია, რომ მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე გარდა აკლოჰოლისა ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა, ასევე აუცილებელია,სახლში შევინარჩუნოთ სიგრილე, ასევე მივიღოთ ცივი შხაპი, ან გამოვიყენოთ ყინულის პაკეტები ან სველი პირსახოცი, რათა სხეული შევინარჩუნოთ გრილად და ტენიანად.

ჩაწერა სახელი