თამთა ჩაჩანიძე
(17.06.2022)

„იმედის" ინფორმაციით, „დროას" დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება, გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აქ მნიშვნელოვან თანხაზეა საუბარი და შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ.

ევროპულ სტანდარტს რაც შეეხება, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში აკრძალული აქვთ სახელმწიფო თანადმებობის დაკავება, მათ შორის პარლამენტში იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე მოსკოვის სპეცსამსახურის სკოლები დაამთავრეს. „ქრონიკის" ინფორმაციითვე, ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს.

მედიაში გახმაურებულ ინფორმაციას ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე" გამოეხმაურა.

„ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა „იმედი". მინდა, გითხრათ, უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან. ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო, მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან" გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ყველა ფაქტს ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს", - წერს ელენე ხოშტარია.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ჩანს თანხა ცოტა არაა, ოჯახის განმარტება კი მისთვის დამაჯერებლად არ ჟღერს, ამიტომაც შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ, ხომ არაა ჰონორარის სახელით „შეფუთული".

„მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი შესაბამისი სტრუქტურების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს, რადგან ეს გადმორიცხვა 400-500 დოლარის მოცულობის არაა. თანხა წლების განმავლობაში ირიცხებოდა და ის ახსნა-განმარტებები, რაც ხოშტარიასგან და მისი ოჯახის წევრებისგან მოვისმინე, ჩემთვის დამაჯერებელი არაა.

„როცა საქმე ასეთი ოდენობის გადმორიცხვას ეხება, იმ ქვეყნიდან, რომელსაც შენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, დიპლომატიური ურთერთობა არ გაქვს, შენს ნომერ პირველ მტრად აღიარებ და ამ დროს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი მშვიდი სინდისით მთელი ამ ხნის განმავლობაში ასეთი დიდი ოდენობის თანხას იღებდა.

„ხოშტარიას მხრიდან ყველაზე კარგი საქციელი ის იქნებოდა, რომ მას ამის თაობაზე თავიდანვე საჯაროდ განეცხადებინა, რომ მერე კითხვები არ წამოსულიყო. ახლა როცა, ასე ვთქვათ, კუდზე ფეხი დააჭირეს, დაიწყო გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩებას პრინციპით საუბარი, ანუ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო, მე ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებო, ანუ ხოშტარიას მორალური კუთხით ეს უღირსს საქციელად არ მიაჩნია.

„გარდა პოლიტიკური მდგენელისა, ეს მორალურადაც უხერხული საცქიელია. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ან ყველაზე უფრო ანტირუსულად განწობილი პოლკიტიკოსი, გავრილოვის ღამის ერთ-ერთი შემოქმედი და ამ დროს ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში გამოჩნდა კისერზე დაკიდებული 20%-იანი ჩამოსაკიდით, ოკუპანტი ქვეყნისგან ფულს იღებდა. მე როგორც ანალიტიკოსი, ამას ასე შევხედავდი, რომ სამართალსდამცავი სტრუქტურები ამ საქმით უნდა დაინტერესდნენ, ალბათ შესაბამისი ამონაწერები უნდა მოითხოვონ თუ ეს ფული საიდან მოდიოდა. დაადგინონ ფულის წარმომავლობა, ეს მართლა სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრისთვის მიღებული საჰონორარო საავტორო შემოსავლები იყო თუ, ამ შემოსავლებით შეფუთუილი სხვა დანიშნულების თანხა. ხოშტარია ალბათ თავის საქმიანობას, გააგრძელებს, მაგრამ ეს მორალური ლაქა მისთვის ძალიან რთული ჩამოსარეცხი იქნება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც პოზიციონირებს, როგორც ანტირუსი და ამ დროს რუსულ ფულს იღებს, ეს არც ევროპულ და არც მორალურ სტანდარტებში არ ჯდება.

„ელენე ხოშტარიას ეს საქციელი ევროპულ სტანდარტში კი არა, მორალურ-ზნეობრივ სტანდარტშიც კი არ ჯდება. პოლიტიკოსი, რომელიც პოზიციონირებს, როგორც ანტირუსი, ამ დროს რუსეთიდან ბინძურ ფულს იღებს და ეს მან აღიარა. რაც შეეება ევროპულ სტანდარტს, აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში აკრძალული აქვთ სახელწმიფო თანადმებობის დაკავება, მათ შორის პარლამენტში იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე მოსკოვის სპეცსამსახურის სკოლები დაამთავრეს, მათ შორის „მგიმო", სადაც ელენე ხოშტარია სწავლობდა, ეს აბსოლუტურად ამორალურია.

„ნაცმოძრაობიდან" მერამდენე პოლიტიკოსი თუ პოლიტიკანი უნდა გამოვლინდეს, რომელიც რუსეთიდან ფინანსდება და რუსულ ინტერესებს ატარებს. წლებია ვამბობ, რომ საჭიროა მიღებულ იქნას ის სტანდარტული ევროპული კანონმდებლობა, რომელიც არის როგორც ლუსტრაციასთან დაკავშირებული, ისე იმ პირების პოლიტიკაში მოღვაწეობაზე, რომელიც ოკუპანტ რუსეთთან არიან კავშირში. ამას საზოგადოება ითხოვს და დროა, რომ პარლამენბტმა ამაზე იფიქროს. სპეცსამსახურების სტანდარტული ლეგენდაა, რომ პირდაპირ დაფინანსებას არ იღებენ და სხვადასხვა კულტურული თუ ბიზნეს ორგანიზაციებისგან იღებენ, ამითი ელენე ხოშტარია საზოგადოებას ვერაფრით მოატყუებს, რადგან ეს სპეცსამსახურების მუშაობის მიღებული პრაქტიკაა და აქ უკვე პოლიტიკური დაგმობა და განცხადებები საკმარისი არაა, აქ უკვე შესაბამისი საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ", - განაცხადა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე