ია აბულაშვილი
(05.08.2020)

„გოგი თოფაძის და ნინო ქადაგიძის - ორივე მხარის პოზიცია ძალიან ადამიანურია და მივესალმები, თუ ეს ამბავი მშვიდობიანად გადაწყდება“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბოლო დღეების გახმაურებულ საქმეს.

ბესარიონ ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო.

„ჩემს ახალგაზრდობაში თბილისში ასეთი ამბავი მოხდა: ორმა ჩემმა მეგობარმა - დიმა ლორთქიფანიძემ და ბარამ ბარათაშვილმა ერთმანეთი დაჭრეს, ორივე „ძველი ბიჭი“ იყო, ულამაზესი ვაჭკაცები. ორივე ერთ საავადმყოფოში მოხვდნენ, ერთ სართულზე იწვნენ. დიმა ლორთქიფანიძის დედამ, ფრანგი ქალი იყო, საფრანგეთში დაბადებული, დიმაც საფრანგეთში დაიბადა, ეს ამბავი რომ გაიგო, როგორც თავის შვილს, ისე უვლიდა ბარამ ბარათაშვილს.  ეს ამბავი იცის მთელმა საქართველომ.

„ახლაც რაღაც ასეთი განმეორდა. გოგი თოფაძე ჭკვიანი, ქალაქელი კაცია და კაცურად იქცევა. როცა ნახა, რომ შვილიშვილი გადაურჩა და არ დაიღუპა, არ უნდა, რომ ის ბიჭი ციხეში წავიდეს. ზურა ჟვანია უჭკვიანესი კაცი იყო, საქართველოს ასეთი პრემიერ-მინისტრი არ ჰყოლია, მისი მეუღლე ნინო ქადაგიძე შესანიშნავი ადამიანია. ორივე ოჯახი ძალიან ადამიანურად იქცევა. 

„მე ამ ბიჭის საქციელს კი არ ვამართლებ, მაგრამ ახლა რომ ციხეში წავიდეს, რა, ანგელოზი გამოვა? რომ აპატიონ, მიხვდება და ასეთ რამეს აღარ ჩაიდენს. მივესალმები ეს ამბავი მშვიდობიანად დასრულდეს, ნინო ქადაგიძის და გოგი თოფაძის, ორივეს პოზიცია ძალიან ადამიანურია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.

ჩაწერა სახელი
1234 (05.08.2020)
ქურდებს ხომ არ გაარჩევიონ საქმე, ან გროზნოდან ჩეჩნები ჩამოიყვანონ რომ გადაწყვიტონ რა ფასი უნდა გადაიხადოს? კიდევ, ერთხელ ეს იქნება შერჩევითი სამართალი და შესაბამისად ყველა განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულმა უნდა უჩივლოს სახელმწიფოს და მოითხოვოს გათავისუფლება. საზოგადოების ინტერესი იმაშია რომ თავად ამ ჯეელმა და ასევე სხვამ არ ჩაიდინოს იგივე დანაშაული. დღეს თოფაძე გადარჩა, ხვალა ხმალაძე და ხაჯლაძე შეიძ₾ება ვერ გადარჩეს. რაღას ასამართლებთ შაქარაშვილის მკვლელობაზე იმ ბიჭებს??? რურუაც უნდა გამოუშვათ დღესვე.