მარიამ ნებულიშვილი
(31.07.2020)

„ენობრივი ბარიერიც და ინფორმაციის ნაკლებობაც არის მოსახლეობის ასეთი დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი", - ასე ეხმიანება ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას ყარაჯალარის მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას.

გოგინავა ამბობს, რომ აუცილებელია ჩატარდეს დროული ეპიდკველვა, რათა სწრაფად მოხდეს ამ კერის ლოკალიზება.

„ძალიან რთულია მოსახლეობის დათანხმება შემოწმებაზე. ადამიანების თვითშეგნება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ამ რეგიონში საკმაოდ გავრცელებულია დაავადება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ჩაკეტვა გახდა საჭირო. ამიტომ, რაც უფრო დროულად მოხდება მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამოკვლევა და დაგენა თუ ვინაა ინფიცირებული, დროულად გატარდება შესამაბისი ღონისძიებები, მით უფრო სწრაფად მოვახდენთ ამ ეპიდკერის ლოკალიზაციას. მით უფრო, მეტად შევუწყობთ ხელს, რომ არ გავრცელდეს დაავადება. იმედია, რომ ეს მალე მოხდება და ამაზე დათანხმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ალბათ სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

მისი თქმით, მოსახლეობის მიერ ტესტირებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა.

„ენობრივი ბარიერიც და ინფორმაციის ნაკლებობაც არის მოსახლეობის ასეთი დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამიტომ, ინფორმაციული მუშაობა აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ", - გვითხრა მან.

31 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ყარაჯალარის მოსახლეობამ საკარანტინე შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამშვებ პუნქტთან აქცია გამართა. ადგილობრივების განცხადებით, საკანანტინე რეჟიმის გამო მათ ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ, ვერ ყიდიან მოსავალს, ადგილზე მისული დისტრიბუტორები კი სოფლის მეურნეობის პროდუქტებს დაბალ ფასად იბარებენ.

როგორც ქვემო ქართლის გუბრენატორმა შოთა რეხვიაშვილმა აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, ყარაჯალარის მოსახლეობას სწრაფი ტესტები ჩაუტარდება და შეეძლებათ პოლიციის თანხლებით თავად გაიტანონ პროდუქცია ბაზრობებზე.

„ადგილობრივი მოსავალი, მწვანილის სახით, გააქვთ დისტრიბუტორებს ორგანიზებულად, მაგრამ ეს ხდება ფასთა სხვაობით და აქ აქვთ უკმარისობა იმისა, რომ დაბალ ფასში აბარებენ. ჩვენ ვართ კომუნიკაციაში და დღის მანძილზე დავადასტურებთ იმ შეპირებას, რაც მივეცით მოსახლეობას, რომ აქედან ორგანიზებულად - ამის პრაქტიკა უკვე გვქონდა ჩვენ მარნეულის მაგალითზე - დაახლოებით 10 სამარშრუტო მანქანა გავა. ადგილობრივები ჩააბარებენ სწრაფ ტესტს, მათ ორგანიზებულად პატრული გააცილებს ნავთლუღის ბაზარში და მოხდება პროდუქციის რეალიზაცია, ისე როგორც მათი სურვილია პირველი ხელიდან", - ამბობს რეხვიაშვილი.

სოფელ ყარაჯალარში დღეისათვის კოვიდინფიცირების 37 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, PCR ტესტირება 2400-ზე მეტ პირს ჩაუტარდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი უარს ამბობს ტესტირებაზე. სოფელში 24 ივლისიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

ჩაწერა სახელი
კახელი (01.08.2020)
როცა სჭირდებათ ენაც კარგად იციან და ყველაფერიც ესმით მე თვითონ ყოველდღიური შეხება მაქვს და ძალიან კარგად ვიცი როგორებიც არიან.ჩაკეტეთმთლიანად სოფლები არც არავინ შეუშვათ და არც გამოუშვათ რაც მოუვათ მოუვიდათ რაკი სათავიაანთო არ ესმით რა გვარში დაგვაკლდებიან თუ ნიშში.