მარიამ ნებულიშვილი
(31.07.2020)

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავირა „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა გაუარესებულია. მისი თქმით, ამას ცხადჰყოფს მიმდინარე წელს დაკარგული ადამიანების სტატისტიკაც. „არის ბევრი დანაშაული, მაგრამ მათი გამოძიება ვერ ხერდება", - ამბობს მუხაშავრია.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი ძალოვანი უწყებების არაფექტური მუშაობის და სისტემური პრობლემების ბრალია, რომელიც სასწრაფო რეფორმაციას საჭიროებს.

„ბოლოს მიმდინარე პროცესები აშკარად იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესებულია. მით უფრო იმის ფონზე, რომ ჩაკეტილია საზღვრები და ქვეყანაში შემოსვლა, ასე ვთქვთ, შეზღუდულია, გარდა ამისა, ჩვენ გამოვიარეთ კომენტანტის საათი, მნიშვნელოვანი შეზღუდვები და ასეთ ვითარებაში რამდენიმე ადამიანის დაკარგვაც კი საგანგაშოდ მეჩვენება. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალოვანი უწყებები სათანადოდ არ მუშაობენ, არ მიდის აქტიური ბრძოლა კრიმინალთან.

„როგორც კი ადამინის გაუჩინარების შესახებ მიდის ცნობა, არ ხდება შესაბამისი სამუშაოების გატარება. ჩვენ მუდამ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ დანაშაულის აღკვეთა და პრევენცია უნდა ხდებოდეს. ვითარება გვაქვს ისეთი, რომ არის ბევრი დანაშაული, მაგრამ მათი გამოძიება ვერ ხერხდება. ესაა ინსტიტუციური პრობლემა, თავად სისტემა არაა ისე მოწყობილი, ეფექტურად და შედეგიანად მოქმედი არ არის. რეფორმაა საჭირო. გარდა ამისა, მასში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაცია არაა საკმარისი და სათანადო. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ და მინისტრით დავიწყოთ უკვე ცხადი სურათი იქმნება, რომ არაპროფესიონალები მუშაობენ და შესაბამისად მათ ვერ ექნებათ წარმატება ან კარგი შედეგები", - თქვა მან.

მუხაშავრიას თქმით, საზოგადოების მხრიდან ძალოვანი უწყებებისადმი ნდობის დაკარგვაც ინსტიტუციურ პრობლემაზე მიუთითებს და კონკერეტული შედეგის მისაღწევად აუცილებელია, სისტემა მოქალაქეებს ამომწურავ ინფორმაციას აძლევდეს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინსტიტუციურ და სისტემურ პრობლემებზე, ავტომატურად ნიშნავს, რომ საზოგადოება არ ენდობა ასეთ ორგანოებს, არ თანამშრომლობს მათთან. იმიტომ, რომ ვერ ხედავს ამ თანამშრომლობისა და ნდობის შედეგს. ეს რომ შეიცვალოს სჭირდება უწყების მხრიდან დაუღალავი შრომა და კონკრეტული შედეგების დადება. როდესაც ადამიანები დაინახავენ, რომ ხდება დანაშაულის პრევენცია; არ მოხდა მძიმე დანაშაული, ან თუ მოხდა რეაგირება იყო მყისიერი და შედეგიანი; საზოგადოებას აუხსნიან დეტალურად რატომ მოხდა, რამ მოიტანა კონკრეტული შედეგი ან რატომ იყო უშედეგო; მაშინ, რა თქმა უნდა, დამოკიდებულობა და ნდობის მაჩვენებლი შეიცვლება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სისტემა გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის და არა იმისთვის რა ფუნქციითაც ის უნდა მოქმედებდეს", - ამბობს ლია მუხაშავრია „რეზონანსთან".

ბოლო მონაცემებით 2020 წლის იანვრიდან ივლისამდე ქვეყანაში სულ 54 ადამიანი დაიკარგა და 20-ს ამ დრომდე ეძებენ.

ჩაწერა სახელი
ultra (31.07.2020)
ქვეყანა არის დატორმუზებული, იმიტომ რომ მას მართავს რუსი ოლიგარქი, სერგო ორჯონიკიძის ჩამომავალი და პუტინის მაამებელი ჭორვილელი გოიმი. ის არ აძლევს საქართველოს განვითარების საშუალებას და ამის გამო ოქტომბრის ბოლოს მიწას გამოვაცლით ფეხებიდან. მერე უსმინოს ნავლიშვილის, რამიშვილის და ფალოსოფოსი შათირიშვილის შეგონებებს.