რეზონანსი
(23.05.2020)

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე მარშრუტკა და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ.  გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია 5 პირი. 

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები. ადგილზე სამი სასწრაფო-დახმარების ბრიგადა მუშაობს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულები სკოლის მოსწავლეები არიან და აქედან სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დეტალებს შსს არკვევს.

ჩაწერა სახელი