რეზონანსი
(23.05.2020)

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დაგეგმილ მშენებლობას "ანას ბაღთან" არანაირი შეხება არ აქვს. მისი თქმით, ის, ვინც ამას აპროტესტებს, "უსაქმური ადამიანების ჯგუფია" და რეალურად, ბაღი უფრო ფართოვდება.

"ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. "ანას ბაღს" არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზუსტად ჩვენი მერობის პირობებში ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობისგან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, "ანას ბაღთან" არანაირი შეხება არ აქვს, პირიქით, ბაღი კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ფართი, სადაც ადამიანებს ექნებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება," - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე, თბილისის მერიასთან "ანას ბაღის მცველებისა"და გარემოსდამცველთა ინიციატივით აქცია იგეგმება.

ჩაწერა სახელი