რეზონანსი
(23.05.2020)

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასამოქმედებლად სრულ მზადყოფნაშია, თუმცა კალაძის უწყება, დარგის სპეციალისტების მითითებებს ელოდება.

„აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე, არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზღუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ცხოვრების რიტმს ვუბრუნდებით. როდესაც იქნება მითითება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე, მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას" - განაცხადა კახა კალაძემ.

ჩაწერა სახელი