რეზონანსი
(23.05.2020)

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას ინფექციის მეორე ტალღის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

„ეპიდემილოგიური სურათი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების საშუალებას გვაძლევდა, თუმცა თვითკმაყოფილების უფლება ნამდვილად არ გვაქვს, რადგან პანდემია რჩება და ამიტომაც ჩვენ შევიმუშავეთ კანონი, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას ჰქონოდა საშუალება, რომ კრიზისული ვითარება ემართა.

როგორც ინფექციონისტები და დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, მოსალოდნელია ინფექციის მეორე, მზარდი ტალღა და შესაძლოა, იყოს მესამეც. ამიტომაც კონტროლის მიღმა ამ ვითარების დატოვება საფრთხის შემცველია და ეს საფრთხე შეიძლება იყოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის ტოლფასი.

საყურადღებოა, რომ სამეზობლოში, რუსეთში, სასომხეთში, აზერბაიჯანში ეპიდსიტუაცია საკმაოდ არასახარბიელოა და ეს დამატებით ყურადღებას მოითხოვს“ – განაცხადა "ქრონიკასთან" დიმიტრი ხუნდაძემ.

ჩაწერა სახელი