რეზონანსი
(08.04.2020)

ლერმონტოვის ქუჩაზე მომხდარ ნგრევას დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება, რათა შესაბამისი დახმარება გაეწიოთ დაშავებულებს.

„ეს არის ის კომპანიები, რომლებიც ძველი თბილისის რეაბილიტაციას ახორციელებენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი გამოცდილება გააჩნიათ ამ კომპანიებს ამ მიმართულებით მუშაობის და სამუშაოების უსაფრთხოება როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის არის უმნიშვნელოვანესი.

დაზღვეული არავინაა. რაც არ უნდა უსაფრთხოების წესები დაიცვა, ხდება ხოლმე სამწუხაროდ. ჩვენს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ," - განაცხადა კახა კალაძემ

„თბილისის განვითარების ფონდის" დირექტორის ალექსანდრე ტოგონიძის განმარტებით, ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმები არ იყო დარღვეული და არც სხვა რაიმე სახის დარვევას არ აქვს ადგილი.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ავარიული შენობის დემონტაჟის დროს დაშავებულები ამავე ობიექტზე დასაქმებულები იყვნენ.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ.

“პრაიმტაიმი“

ჩაწერა სახელი