რეზონანსი
(26.03.2020)

უკრაინის მთავრობა პროექტზე „აღდგომა სახლში" მუშაობს, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ეკლესიების მეთაურებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„აღდგომას ეკლესიებში ბევრი ხალხი იკრიბება. მათ შორის ისინიც, ვინც უცხოეთიდან დაბრუნდნენ. ამიტომ ახლა ვამზადებთ პროექტს „აღდგომა სახლში", რომლის პრეზენტაციაც უახლოეს ხანში გაიმართება. ეს დაგვეხმარება დღესასწაულის სახლში აღნიშვნაში, რათა ეკლესიებში ხალხი არ შეიკრიბოს", - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ეკლესიას ესმის, რომ ღვთისმსახურების ჩატარება ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია. ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ეკლესიების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ეკლესიებში მრევლის შემცირება, თუმცა აღდგომის საკითხი სირთულეებთან არის დაკავშირებული.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღდგომის დროს ეკლესიებთან პატრულის თანამშრომლების მობილიზაციის საკითხი განიხილება. ბევრი ადამიანის ერთად შეკრების შემთხვევაში პოლიცია მრევლს საფრთხეების შესახებ გაესაუბრება.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მომუშავე შტაბების მუშაობაში სასულიერო პირებიც ჩაერთონ.

ჩაწერა სახელი