რეზონანსი
(09.11.2019)

  საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინდელ მოვლენებს, რაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას მოჰყვა.

კალაძის თქმით, საქართველოში ყოველთვის ყველას უფლება დაცული იქნება.

„ძალიან ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ძალიან სამწუხაროა. საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები. ყოველთვის ყველას უფლებები დაცული იყო, დღესაც დაცულია და მომავალშიც იქნება დაცული," - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ. კალაძის თქმით, ოპოზიცია და ამ აქციის ორგანიზატორები, მათ შორის ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე, „ერთმანეთს აცოცხლებენ".

„ჩვენ ორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს საქმე. ერთი - ის ადამიანები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და მეორე ის ოპოზიცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს აცოცხლებს. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ანალიზზსაც სწორს გააკეთებს,"- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, „ქართული მარშის" წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება გააპროტესტეს. თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა. შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

ჩაწერა სახელი
რიტა (10.11.2019)
მერე მარტო მათ ინტერეს რომ იცავთ გაგიჟებით იყვნენ მერე ვინ უშლის რა ცხვირში გვტენიან თავის ბინძურ ნიფხვებს აყროლებულები შენ გაზარდე მასეთები

ია (09.11.2019)
სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა სარწმუნოების და განსხვავებული ორიენტაციის.....