რეზონანსი
(08.11.2019)

  ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან" მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურეს, რომ დაკავებულები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილები.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში" საპროტესტო აქციის ფონზე ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება მიმდინარეობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

ჩაწერა სახელი