რეზონანსი
(08.11.2019)

(რეზონანსი) ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, შეუერთდეს აქციას, რომელიც შვედურ-ქართული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის ჩვენების წინააღმდეგაა მიმართული.

ლევან ვასაძე და და მისი თანამოაზრეები ვერის ბაღში არიან შეკრებულები და ფილმის პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან.

"მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა, ჩვენ დავიღალეთ ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და ვეღარ გავიგეთ ვის მხარეზე ხართ.

თუ მართლა გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით. ამით გამოხატე შენი ეროვნული პოზიცია ამ სიბინძურის წინააღმდეგ. წამოიყვანე შენი მინისტრებიც და დაგვანახეთ, რომ არ უგულებელყოფთ ქართველი ხალხის აღშფოთებას ამ ფილმით და არ ემსახურებით რაღაც სატანისტურ ანტიტრადიციულ მიმდინარეობას, რომელიც გვანადგურებს ჩვენ"- მიმართა ივანიშვილს ლევან ვასაძემ.

ჩაწერა სახელი
777 (08.11.2019)
კი ყურადღება რომ გადაიტანონ, ამდენი გაჭირვებაა ქვეყანაში!

111 (08.11.2019)
მგონი ლგბტ , ოცნება და ვასაძე შეთანხმებთ აგორებენ კამათელს!