რეზონანსი
(10.10.2019)

 (რეზონანსი) მარნეულში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს, რუსთაველის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ჩაიხანის ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილია 19-დან 22 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა.

დაჭრილები სოფელ ჯანდარიდან არიან. უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდებს რამდენჯერმე ესროლა. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორივე „ჯეო ჰოსპიტალის" მარნეულის კლინიკაში გადაიყვანა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლითაა დაწყებული და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ჩაწერა სახელი