რეზონანსი
(10.10.2019)

  ქუთაისში, მეხუთე სართულიდან გამოდვარდნილი ხანდაზმული ქალი დარეჯან გოშხეთელიანია. რომელიც იმდროისთვის სახლში მარტო იმყოფებოდა.

მოხუცი ქალი ბაღდათის სოფელში მარტო ცხოვრობდა, რის გამოც ქუთაისში შვილმა რამდენიმე დღის წინ ჩამოიყვანა.

შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ხანდაზმული ქალი ჯერ მეოთხე და მესამე სართულის სარეცხის გასაფენ თოკს დაეცა.

„სანამ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ ცოცხალი იყო და რძალსაც ესაუბრებოდა: - მოდი, მოდიო. 15 წუთის გასული იყო რძალი სახლიდან. საჭმელი ვაჭამეო და უცებ გავედი საქმეზეო", - ამბობს მეზობელი და თვითმხილველი ნაილი სახელაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ჩაწერა სახელი