რეზონანსი
(10.10.2019)

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ თანაშემწის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც საავადმყოფოში მყოფმა დეპუტატმა სააგენტოს განфცხადა, მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო. ამასთან, ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას იწყებს.

"ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ჯიშკარიანმა.

ჩაწერა სახელი