რეზონანსი
(11.07.2019)

 (რეზონანსი) მას შემდეგ, რაც დავით სერგეენკო მოხსნეს, კულუარებში გაკვრით თქვეს, ბიძინა ივანიშვილმა პირადი მეგობარი და წარმატებული ექიმი ვერ გაიმეტა იმისთვის, რასაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ აპირებსო.

საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებაზე, რადგან წლიურად თითქმის 2.5 მილიარდიანი ხარჯი სახელმწიფოს უმძიმეს ტვირთად აწევს. სწორედ ეს დაადასტურა „ალიას" წყარომ და არც ის დამალა, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან გაუქმდება ცე ჰეპატიტის დაფინანსების პროგრამა.

„ცე ჰეპატიტის პროგრამის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან განულდება. თითოეული პაციენტის განკურნება, დაახლოებით 25 ათასი ევრო ჯდება და სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა აღარ აქვს. არჩევნების შემდეგ იგეგმება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეჩერებაც, რადგან ბიუჯეტი ამასაც ვეღარ წვდება. უხეში გათვლებით, ამ ორი პროგრამის შეჩერების შემდეგ, ხელისუფლება მინიმუმ 2 მილიარდი ლარი გამოუთავისუფლდება, რაც მთლიანი ბიუჯეტის მეექვსედია და ამ ფულს სხვა მიმართულებით გაუშვებენ. ის სხვა კი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება და 2012 წელს დაანონსებული ქარხნების მშენებლობას, «ქართული ოცნება» 2020 წლიდან აპირებს (თუ რა თქმა უნდა, დარჩნენ ხელისუფლებაში), თუმცა ამ ყველაფერს ჩვენი ჯანმრთელობის ფასად", - ამბობს „ალიასთან" ექსპერტი.

ცე ჰეპატიტის პროგრამის გაუქმებაზე უკვე ექიმებიც საუბრობენ და ამ პროგრამაში ჩართული ადამიანებიც ამბობენ, რომ მათ მედიკამენტებს მხოლოდ მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე აძლევენ, თუმცა იმის გარანტიით, რომ ახალი წლის ბიუჯეტის შემდეგ, დაფინანსება გაგრძელდება.

დაპირების მიუხედავად, ბენეფიციარები ყველაფერს სკეპტიკურად უყურებენ, რადგან წინა წელს მედიკამენტების მთლიანი დაფინანსება ერთიანად ხდებოდა და არავინ უყურებდა რომელი თვე და რიცხვი იყო. შესაბამისად, პროცესებიდან სერგეენკოს ჩამოშორება და მისთვის წარმატებული მინისტრის იმიჯის შენარჩუნებაც ადვილი ასახსნელი ხდება.

„ალია"

ჩაწერა სახელი