რეზონანსი
(11.07.2019)

 (რეზონანსი) ქართველი სუმოისტისთვის ლევან გოგრაძესთვის ნაგოია ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეც წარუმატებელი აღმოჩნდა.

დღეს ტოჩინოშინი მაეგაშირა ასანოიამას შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 0:5-ზეა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი აბი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 3:1-ზე აქვს.

ივლისის ბაშო 7 ივლისიდან დაიწყო. ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული მაისის ბაშოზე დაიბრუნა, სადაც 10:5 დააფიქსირა. მომავალ ნაგოია ბაშოზე სულ 4 ოძეკი იასპარეზებს, ტოჩისთან ერთად ამ წოდებით გოეიდო, ტაკაკეიშო და ტაკაიასუ სარგებლობენ.

ჩაწერა სახელი