რეზონანსი
(12.06.2019)

 (რეზონასნი) წაღვერთან 60 წლამდე აკაკი პაპიძე საკუთარ მანქანაში მოკლული მისმა მეუღლემ იპოვა. როგორც მზია ხარატიშვილმა "ქრონიკასთან" თქვა, მანქანა სავაჭრო ჯიხურად ჰქონდათ გადაკეთებული და ღამით თავად ბორჯომში მიდიოდა სახლში, მისი ქმარი კი მანქანაში რჩებოდა. დღეს დილით კი ქალს უთხრეს, რომ მანქანა გარედან დაზიანებული იყო.

ადგილზე მისულ ქალს კაცი გარდაცვლილი დახვდა, მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული. 

ხარატიშვილისთვის უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი. ის ამბობს, რომ თანხა არ წაუღიათ და 120 ლარი კვლავ ჯიბეში ჰქონდა მის მეუღლეს.

"ნასვამები იყვნენო ამბობენ, ბაკურიანელები ყოფილან. ალბათ მანქანის წაყვანა ან აკუმულატორის ამოცლა უნდოდათ და ეს შეეწინააღმდეგა", - ამბობს გრიგალაშვილი. მისივე ინფორმაციით თავდამსხმელებმა მოგვიანებით ბენზინგასამართ სადგურზეც იჩხუბეს.

სამართალდამცველებმა ვიდეოკამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს. ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი გამოკითხვაზე ბორჯომის პოლიციაშია.

ჩაწერა სახელი