რეზონანსი
(12.06.2019)

 (რეზონასნი) ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იფუნქციონირებს. განცხადება ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, სუბარის განცხადებით შეთანხმება, რომელიც მიღწეულია, დროულად შესრულდება.„ორი კვირის წინ მოხდა ჭიათურაში საბოლოო შეთანხმება. დღეს არის პირველი შეხვედრა, როცა ყველა უწყების წარმომადგენელი ერთად შევიკრიბეთ რომ განგვეხილა რა ეტაპზე ვართ. ამ ხნის განმავლობაში მოეწყო ტენდერი კვებასთან დაკავშირებით, ხელფასებზე შეთანხმება უკვე იცით რომ მიღწეული, დარჩა ყველაზე სერიოზული პრობლემა რომ მუშები იყვნენ უზრუნველყოფილი საანადო ჯანდაცვით. მიღწეულია შეთანხმება. ადგილე იქნება პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სადაც მიიღებენ ყველა იმ აუცილებელ დახმარებას, რაც საჭირო იქნება, შემდეგ საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება მათ სრულად. ეს კლინიკა უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი. შევთანხმდით, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად გაადვილებული და სწრაფი. რაც შეეხება ხელფასებს, მოლაპარაკება, რომელიც ხელფასზეა მიღწეული,შესრულდება ზუსტად და შეიძლება გარკვეული წინსწრებითაც“,- განაცხადა სუბარმა.

ჩაწერა სახელი