რეზონანსი
(12.02.2019)

 (რეზონანსი) "ქუჩის ბიჭების" წევრს ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირებს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ერთ-ერთ მათგანი თ.ჯ სასამართლომ დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

"საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია. შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ჩაწერა სახელი
mzirali (12.02.2019)
ისე ბოლო ბოლო რა იყო მიზეზი ამ ამბის?. ნოზაძე რა მამა აბრამის ბატკანია თუ რა. ერთი მოკაიფე მომღერალი ვითომ. ახლა იმ ქალის ბავშვებს რა ბედი ელით ვინმემ იფიქრა?