რეზონანსი
(29.05.2017)


 (რეზონანსი) „BBC"-ის ცნობით, ვერსალის სასახლეში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. ვლადიმერ პუტინი საფრანგეთში მაკრონის მიწვევით იმყოფება.

გამოცემა წერს, რომ ეს შეხვედრა დაძაბული იქნება, ვინაიდან ცოტა ხნის წინ მაკრონმა რუსეთი კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა.

დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც სიცილიაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, მაკრონმა განაცხადა:

„რუსეთთან ლაპარაკი აუცილებელია იმიტომ, რომ არსებობს მთელი რიგი საერთაშორისო საკითხებისა, რომლებიც რუსეთთან მკაცრი დიალოგის გარეშე არ მოგვარდება" .

ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი ვერსალში მდებარე დიდი ტრიანონის სასახლეში იმყოფებიან, სადაც 1717 წელს პეტრე I-ის საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებული გამოფენა იმართება.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის იური უშაკოვის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის საუბარი სირიასა და ანტიტერორისტულ ოპერაციებს, უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებასა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხება.

შეხვედრის შემდეგ ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი