რეზონანსი
(29.05.2017)


 (რეზონანსი) იუსტიციის საბჭომ 12 ხმით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაამტკიცა. საბჭოში სულ 15 წევრია. მათგან ორი წევრი - გოჩა მამულაშვილი და მერაბ გაბინაშვილი სხდომას არ ესწრებოდნენ.

ჩინჩალაძემ საბჭოს წევრთა კითხვებს უპასუხა, ხოლო გასაუბრებაზე საუბარი ვალერიან ცერცვაძის გადადგომის დაიწყო.

„მას აბრალებენ რომ საქმეზე ზეწოლას ახდენს და ამიტომ დატოვა თანამდებობა. ასეთი მაღალი სტანდარტი სასამართლოში მე არ მინახავს" , - განაცხადა ჩინჩალაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვალერი ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა კი შოთა გეწაძემ წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი