რეზონანსი
(29.05.2017)


 რეზონანსი) მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი ქალაქთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, 2014 წელს დაწყებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. უამინდობის დროს ბავშვებს სკოლაში მისვლის საშუალება არ აქვთ და რეგიონის ცენტრს მოწყვეტილები არიან.

სოფლის რწმუნებულმა, რეზო ხორგუანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ სამუშაოებს გზების დეპარტამენტი აწარმოებდა და ამ პრობლემის შესახებ კომპანიის წარმომადგენლები ინფორმირებულები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი