რეზონანსი
(29.05.2017)


 (რეზონანსი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ, მიხეილ ჩინჩალაძე წარადგინა. აღნიშნული განცხადება თავად გეწაძემ, რამდენიმე წუთის წინ საბჭოს სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, ამ საკითხზე ჩინჩალაძეს ესაუბრა და ის კანდიდატურის წარდგენაზე თანახმაა.

აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლის, ვახტანგ მჭედლიშვილის გამოსვლას. მისი თქმით პროცესი არ უნდა დაჩქარდეს. მჭედლიშვილმა ალტერნატიული კანდიდატურებიც წამოაყენა, მათ შორის თამარ ზამბახიძე, გიორგი გოგინაშვილი და მერაბ გაბინაშვილი.

შოთა გეწაძემ ვახტანგ მჭედლიშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვალერი ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ ვაკანტური დარჩა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი