რეზონანსი
(29.10.2020)


სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს ქალაქ მარტაკერტის სამხედრო თვითმფრინავებით დაბომბვაში ადანაშაულებს. სომხური მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად შენობები დაზიანდა, თუმცა არავინ დაღუპულა.

სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანს საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები შეიარაღების აკრძალულ სახეობებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში რუსეთმა 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟენევაში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გადაიდო და 30 ოქტომბერს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი