რეზონანსი
(29.10.2020)


საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსის შემთხვევების გამო 91 ბაღია დახურული. მისივე თქმით, დასახელებულ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ეტაპობრივად აღდგება.

ამასთან, როგორც გვანცელაძემ აღნიშნა, პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების დასწრება მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

„ამ ეტაპზე, 91 ბაღი არის დახურული, თუმცა ბაღების გახსნა ეტაპობრივად ხორციელდება. უკვე გაიხსნა ექვსი ბაღი, რომლებმაც თვითიზოლაციის პერიოდი გაიარა და სხვა თანამშრომლებსა და აღსაზრდელებს კორონავირუსი არ დადასტურებიათ. ბაღებში დასწრება მნიშვნელოვნად შემცირებულია, დაახლოებით 25-30 პროცენტით", - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი