ია აბულაშვილი
(12.05.2020)

ქრისტეს თორმეტ მოციქულთა შორის, წმინდა ანდრია მოციქული იყო პირველი, ვინც საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა. მისი ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლი ეკლესია წელიწადში სამჯერ აღნიშნავს - 13 დეკემბერს, 12 მაისს და 13 ივლისს.

წილისყრის დროს, თუ ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად. მან მაცხოვრის კურთხევით თავის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოაგზავნა და თან გამოატანა თავისი ხელთუქმნელი ხატი. წმინად ანდრიამ ამ ხატით და უფლის ნებით უამრავი სასწაული მოახდინა. აჭარაში დააარსა პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე. პირველი მღვდლები და დიაკვნებიც დაუდგინა.

მოციქულებთან სვიმონ კანანელთან და წმინდა მატათასთან ერთად აჭარიდან აწყურში ჩავიდა, სადაც პირველი საეპისკოპოსო დააარსა.  მოციქულებამ აწყურში დატოვეს ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც საქართველოს ეკლესიას „აწყურის“ სახელით შემორჩა. ქრისტიანობის საქადაგებლად მოცქულებთან ერთად შემოიარა სამეგრელო, სვანეთი და აფხაზეთი. 

აფხაზთა მეფემ ადერკასმა მოციქულებს სასტიკი დევნა გამოუცხადა. მისი ბრძანებით, სვიმონ კანანელი და წმინდა მატათა სიკვდილით დასაჯეს, ანდრია პირვედწოდებული კი კლარჯეთის ერისთავის წყალობით ძლივს გადაურჩა მტარვალ მეფეს.

ამის შემდეგ იგი ტოვებს საქართველოს და მიემგზავრება საბერძნეთში, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ქალაქ პატრას მმართველმა წმინდა მოციქულს მოსთხოვა უარი ეთქვა ქრისტიანობაზე, რაზედაც უარი მიიღო. ქალქის მმართველმა ეპარქმა იგი ჯერ საპყრობილეში ჩააგდო, შემიდეგ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.  

სამი დღე და ღამე იყო ჯვარზე გაკრული წმინდა ანდრია მოციქული, სადაც სული დალია. მისი წმინდა ნაწილები მთელ მსოფლიოში მიმოიფანტა, მათ შორის საქართველოშიც, რომელიც დღეს საქართველოს საპატრიარქოშია დაცული.

ჩაწერა სახელი