ია აბულაშვილი
(19.03.2020)

პირველი ქართველი სასულიერო მოღვაწე, რომელმაც წარუშლელეი კვალი დატოვა წმინდა მიწაზე, იყო პეტრე იბერი. მეხუთე საუკუნის დიდი ქართველი ფილოსოფოსი, ღვთისმსახური, მეუდაბნოე. პალესტინაში, სირიაში ეგვიპტეში ეკლესია- მონასტრების მშებენელი.

უცხოეთში პირველი ქართული სამონასტრო ცხოვრების დამაარსებელი პეტრე იბერი დაიბადა 411 წელს. იგი იყო ქართლის მეფის ვარაზ ბაკურის ვაჟი და ბაკურ დიდის შვილიშვილი.

დედაც სამეფო ოჯახიდან იყო. უფლისწულისთვის განათლების მისაღებად სამეფო ოჯახმა კოლხეთიდან იმ დროის უგანათლებულესი ადამიანი მითრიდატე ლაზი მოიწვია. 12 წლის იყო უფლისწული, როდესაც კონსტანტინეპოლში კეისარ თეოდოს მეორეს კარზე მძევლად გააგზავნეს.

კეისრის კარზე ჭაბუკი გამუდმებით ლოცულობდა, სამეფო შემოსაცმელის ქვეშ ფლასი ეცვა დ ყრმობიდანვე ადამიანთა კურნების ნიჭი ჰქონდა მომადლებული. სულ თან ჰქონდა მამისგან სახსოვრად წამოღებული ქართველთა წმინდა ნაწილები, რომლებიც სპარსეთში აწამეს.

ერთხელაც ნათლისღების დღეს, როცა კეისარი და მისი მეუღლე სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ, ქართველი უფლისწული მათ არ გაჰყვა. დაიწყო ლოცვა და მსახურს სთხოვა, რომ კანდელისთვის ზეთი მოეტანა.

მსახურმა თხოვნა არ შეუსრულა, მაშინ აიღო კანდელი და წყალი ჩაასხა, ხელები ზეგარდმო აღაპყრო და ღმრთისგან მადლი ითხოვა. კანდელები აინთო და შვიდი დღე-ღამის განმავლობაში ზეთის გარეშე ენოთ.

მძევალმა ქართველმა უფლისწულმა თავისი ნიჭის წყალობით კეისრის კარზე დიდ წარმატებას მიაღწია. ბრწყინვალე კარიერა ელოდა, მაგრამ უარი თქვა და რამდენიმე ქართველთან ერთად პალესტინაში გაიპარა.

იერუსალიმში ქრისტეს საფლავზე ბერად აკურთხეს და უწოდეს სახელი პეტრე. პეტრე იბერმა იერუსალიმში თავის თანამოაზრეებთან ერთად ააშენა ქართული მონასტერი, შემდეგ წავიდა პალესტინაში იორდანის პირას და მონასტრების მშებელობა დაიწყო. მონასტერი ააშენა ეგვიპტეშიც. მას სიცოცხლეშივე უწოდეს "მეორე მოციქული პავლე".

როდესაც, ქალაქ მოიომის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, ქალაქის მცხოვრებლებმა პატრიარქს სთხოვეს, რომ ეპისკოპოსად პეტრე ეკურთხებინა. პეტრე უდაბნოში იპოვეს, იგი წინააღმდეგი იყო, მაგრამ იეურსალიმში პატრიარქის ბრძანებით ჩამოიყვანეს.

პატრიარქმა ქართველი მეუდაბნოვე ბერი ეპისკოპოსად აკურთხა და მიუმს გაამგზავრა. ეს იყო 452 წელს. როდესაც ტახტზე ახლადასული იმპერატორ ლეონ პირველის დიდებულებმა პეტრეს დევნა დაიწყეს,

პეტრე იბერი იქურობას გაეცალა, გზად ერთდ ადგილას შეჩერდა წირვის ჩასატარებლად. შენობაში, სადაც წირვას ატარებდა მისი საცეცხლურიდან ნაკვერჩხალი გადმოვარდა და კერპებს ცეცხლი მოედო, შენობა კი გადარჩა. მაშინვე ხმა გავრცელდა რომ პეტრე იბერის ლოცვა უშვილოთა და სნეულთა მკურნალი არისო და უამრავი ხალხი ცდილობდა მასთან შეხვედრას.

ერთ დღეს პეტრე იბერმა მრევლს გამოუცხადა, რომ მალე გარდაიცვლებოდა. მის მეგობარ ბერს ათანსეს ხილვა უკვე ჰქონდა, რომ 10 დღის შემდეგ პეტრე იბერი ამქვეყნიურ ცხოვრებას დატოვებდა.

ათი დღის განმავლობაში ლოცულობდა პეტრე იბერი, შემდეგ მრევლს დაემშვიდობა. შევიდა სენაკში, ლოცვა დაიწყო და სული ღმერთს მიაბარა. სამი დღეს ვერ დაკრძალეს, რადგან მოდიოდა უამრავი ხალხი. 491 წელს პალესტინაში ქალაქ მიუამში დაკრძალეს ქართველი მეფის ძე მთავარეპისკოპოსი პეტრე იბერი.

მე-12 მე-13 საუკუნის მიჯანზე პეტრე იბერი წმინდანად შერაცხეს. ყველაზე ძველი წყარო, რომელშიც პეტრე იბერის ცხოვრებაა აღწერილი, იოანე რუფუსის ნაწარმოებია, რომლის დედანსაც ჩვენამდე არ მოუწევია. შემორჩენილია მხოლოდ სირიული თარგმანი. იოანე რუფუსმა თავის ნაწარმოებში პეტრე იქბერს "მოციქული პავლე" უწოდა.

ჩაწერა სახელი