ია აბულაშვილი
(18.03.2020)

ზარზმის ძველ ეკლესიას, რომლიც მდებარეობდა სამცხე- ჯავახეთში, სოფელ ზარზმაში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ხუროთმოძღვარი იყო გაბანელი. ეკლესია თარიღდებოდა დაახლოებით მე-10 საუკუნით. სწორედ ამ ეკლესიის ტერიტორიაზე დაარსა მე-14 საუკუნის დასაწყისში ცნობილმა სასულიერო მოღვაწემ, სერაპიონ ზარზმელმა ახალი ეკლესია, რომლის ცხოვრება აღწერილი აქვს ბასილ ზარზმელს ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება".

მე-14 საუკნის ბოლოს ზარზმის ეკლესია დაცარიელდა. "ურწმუნოთა და ბილწთა თათართაგან განირყვნა ზარზმის საყდარი, მონასტერი მოიშალა და მოოხრილ და აიშალა" - წერს მემატიანე. ზარზმის მთელი სიწმინდეები, ხატები და საეკლესიო ნივთები, გურიას გახიზნეს. ამ საგანძურში იყო ზარზმის შუა საუკუნეების ქართული ბეჭდური ხელოვნების უნიკალური ნიმუში "ფერისცვალების" ხატი. ზარზმის გადარჩენილი განძი დღეს ხეორვნების მუზეუმში ინახება.

ლეგენდის თანახმად, ახალციხიდან, ზარზმის ეკლესიიდან, "ფერისცვალების ხატი" ხარზე დაუკრავთ, სადაც ხარი გაჩერდებოდა იქ უნდა დაებრძანებინათ. ასე მოხვდა ეს უნიკალური ხატი გურიაში, შემოქმედის ეკლესიაში. ხატი თარიღდება 886 წლით. "ფერისცვალების" ხატი მოხსენიებლია ბასილი ზარზმელის თხზულებაში. ხატის დაქარაგმებულ ასომთავრულ წარწერაში კი მოხსენიებულია ლაკლაკთა საგვარეულოს (ჩორჩონელთა განშტოება) წარმომადგენლები.

ზარზმის ფერისცვალების ხატის ცენტრალურ ნაწილში, "დიდებაში" გამოსახულია ფეხზე მდგომი ქრისტეს მთლიანი ფიგურა. ზედა რეგისტრში მაცხოვრის აქეთ-იქით გამოსახულია ელია ლა მოსე წინასწარმეტყველები, ქვემოთ მოციქულები პეტრე, იაკობი და იოანე. ქრისტეს ორნამენტირებული შარავანდედი დამატებულია მე-11 საუკუნეში.

ერთ-ერთი ვერსიით ფერისცვალების" ხატი 886 წლამდე არის შექმნილი და მაზე აღწერილი იყო, რომ ზარზმის წინამღძღვრმა პავლემ "სრულყო ეკლესია და შეამკო ყოველთა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისა". ანუ ხატი 886 წელს მოუჭედავთ, მემატიანის გადმოცემით ხის დაფაზე მორგებულნი ყოფილა ვერცხის ფირფიტები, რომელებიც ოქროთი ყოფილა დაფენილი. ამავე დროსაა მოჩარჩოებული ხატი სახარების სცენებით. არშიები გაწყობილი მცენარეული ორნამენტებით. არშიის ზედა ნაწილი და მარცხენა არშიის ძველი ნაწილი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. 7 მოოქროვილი ფირფიტა კი დაცულია პეტერბურგში, ერმიტაჟში.

ხატის განახლების მოთავე ყოფილა ზვიად ერისთავი. რაზედაც მიანიშნებს მოჭედილობის თავდაპირველი წარწერის ქვემო ორი სტრიქონი: "მე ზვიად ერისთავი, ძე სულკურთხეულისა ერისთავის, არაბაისი, ღირს ვიქმენ შემკობად პატიოსანისა ამისა ხატისაი". ზვიად ერისთავი 1203 წელს ბიზანტიელთა წინააღმდეგ გალაშქრებულ ქართველთა ჯარს სარდლობდა.

ჩაწერა სახელი