ია აბულაშვილი
(13.03.2020)

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ჩვენს წინაპარას წმინდა მარინეს სახელზე მრავალი ეკლესია-მონასტერი აუგია. მისი წმინდა ნაწილი მკლავი კი ზუგდიდის ისტორიულ მუზემში ინახება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართთან ერთად წმინდა მარინეს მკლავი მუზეუმში ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან გადაუტანიათ. ხობში დაცულ სიწმინდეების შესახებ წერდა საქართველოდან რომში გაგზავნილ მოხსენებაში თეატონელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში ჯუზეპე ძამპა - "აქ ვნახე ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს ლუსკუმაში გამხმარი წმინდა მარინეს მკლავი".

წმინდა მარინე დაიბადა მცირე აზიაში, ქალაქ ანტიოქიაში. ქრისტე ჯერ კიდეთ 12 წლის ასაკში იწამა, თუცმა ვერ მოინათლა. შეიტყო რა შვილის გაქრისტიანების ამბავი, მამამ მისი შვილობიდან ხელი აიღო. ერთხელ მარინესთვის თვალი მოუკრავს აღმოსავლეთის ქვეყნების ეპარქს, რომელიც ანტიოქიაში მართლმადიდებლების დასაჯელად ჩამოვიდა. მას უბრაძნებია, რომ მშვენიერი ასული მიეგვარათ. მარინე მბრძანებელს აახლეს, რომელმაც ქრისტეს რჯულის უარყოფა და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა. თუ ამას გააკეთებდა, ტანჯვას ასცდებოდა. მარინემ უყუყმანოდ უთხრა უარი, ამ მაცდუნებელ წინადადაებაზე. "მე ვარ ქრისტიანი, მე პატივს ვცემ ღმერთს და არა კერპებს, რომლებიც არიან უსულონი და უგრძნობნი".

მაშინ მტარვალმა ბრძანა, რომ მისთვის სამოსელი განეძარცვათ და უნდობლად გაეშოლტათ. მარინეს სხელიდან ნაკადმა სისხლმა დედამიწა წითლად შეღება, მაგრამ ნეტარი არ შედრკა, იგი ლოცულობდა და ღმერთმა ტკივლის გრნობა გაუქრო. შედეგ ჯურღმულში ჩააგდეს. მაცდუნებლად ეშმაკი მიუგზავნეს საზარელი გველეშაპის სახით, რომელსაც გარს უამრავი გველი შეიმოხვეოდა.

"ვეშაპი დიდი, პირისგან მისისგნა გადმოდიოდა ალი ცეცხლისა, ენა მისი იყო ვითარცა სისხლი, კბილნი მისნი ელვიდეს ვითარცა ვერცხლი. თვალნი მისნი მსგავსნი მარგალიტისანი".

მარინემ დახმარება ისევ უფალს სთხოვა - "დაამხე ვეშაპისა ამის ძალი და მოიხედე ჩემდა". ეს თქვა და ვეშაპი თითქოს ორად გაიპო, მაგრამ ისევ წამოდგა. "იქვე საპყრობილის კუთხეში ნაპოვნი ხის ნაპობით სცემდა შუბლსა მისსა ძლიერად მარინე".

ამ დროს საპყრობილე განათდა, წმინდა მარინეს ზეციური სინათლე მოეფინა, ზემოთ აიხედა, დაინახა, რომ დილეგს სახურავი ახდოდა, იხილა ჯვარი, რომელიც საოცარი შუქით ბრწყინავდა, მის თავზე კი მტრედი გამოჩნდა, რომელიც ადამიანის ხმით ესიტყვებოდა - "გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო, რომელმან ვეშაპი მოჰკალ და ქალწულობაი თავის დაიცევ უბიწოდ, შენთვის განმზადებული არს გვირგვინი დიდებისა". ამ სიტყვების შემდეგ მარინეს დახეთქილი სხეული განმრთელდა.

ახლა მბრძანებელმა მარინეს დასჯა დიდ მოედანზე ხალხის თვალწინ განიზრახა. მარინე დიდ კასრში ლამის ჩაახრჩვეს, მან უფალს სხთოვა, რომ ეს ტანჯვა ნათლისღებად ჩაეთვალა. კვლავ გამოჩნდა თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტით გვირგვინი ეჭირა. გვირგვინი მარინეს თავს არ ეხებოდა და ზევით მიფრინავდა. დიდმოწამე უცბად უვნეებლი ამოვიდა კასრიდან, მტრედი აფრინადა და ჯვარზე დაჯდა - "დღეს უფალი სათნოებით უჭკნობ გვირგვინს მოგანიჭებს და ზეციურ სასუფეველში წმინდანთა თანა განუსვენებ". მარინემ ჯალათს უბრძანა, რომ მტარვალის ბრძანება მალევე აღესრულებინა, ჯალათმა თავი მოჰკვეთა, წმინდა მარინეს სული უფალმა სასუფეველში აიყვანა, მისი სხეული კი უხრწნელად განადიდა.

908 წლამდე მარინეს წმინდა ნაწილები ანტიოქიაში ესვენა. შემდეგ კონსტანტინეპოლში, პანტეპონტის მონასტერში ინახებოდა, მანამ 1204 წელს ქალაქს ჯვაროსნები აიღებდნენ. შემდეგ იტალიაში, ტოსკანაში გადააბრძანეს. წმინდა მარინას პატიოსანი ხელი ინახება ათონზე, ვითოპედის მონასტერში, მეორე კი საქართველოში.

ჩაწერა სახელი