ია აბულაშვილი
(05.10.2021)

მდინარე ივრის ხეობაში, საგარეჯოს სოფელ პალდოსა და უჯარმის ციხე-ქალაქთან ახლოს გადაშლილია კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელებიც ძველ ისტორიულ წყაროებში ხორაუგის ქვაბებით არის ცნობილი. კლდეში ნაკვეთი 30 გამოქვაბულიდან ერთ-ერთ გამოქვაბულში იყო ეკლესია, რომელსაც ყვავისთავის მონასტერს უწოდებენ. აქვეა ნაპოვნი უძველესი წყალსადენის ნაშთები. დღემდე დაუდგენელია ხის ღარებიდან წყალი საიდან მოდიოდა, ან სად ჩაედინებოდა.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, თარიღდება მე-8-9 საუკუნეებით, აქვს საკუთრხეველი და რიყის ქვით ნაგები კარიბჭე. მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა, ცნობილი მწერლის ლევან გოთუას ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს  ხუცურად ნაწერი ძველი ხელნაწერები და ხატის ყალიბები. ერთ-ერთი ხელნაწერი, ოთხთავი მე-12 საუკუნით თარიღდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე