ია აბულაშვილი
(03.08.2021)

ოშკის მონასტერში აღმოჩენილი ორი  სტელა, რომელიც არზრუმის  საგამოფენო დარბაზშია დაცული, უნიკალურია თავისი რელიეფური გამოსახულებით და წერწერებით. პირველ სტელაზე, რომელიც სიმაღლით 157 სმ-ია, გამოსახული არიან ქტიტორი დავით მესამე ვედრების პოზაში და მის ზემოთ ღვთისმშობელი, რომელსაც წინ ყრმა უკავია. 

მეორე  შედარებით დაბალ სტელაზე, რომლის სიმაღლე 130 სმ-ია  გამოსახული არიან ქვევით ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი ვედრების პოზაში და მის ზევით იოანე ნათლისმცემეელი. 

ორივე ფიგურის გარშემო ასომთავრული წარწერაა, რომელიც წითელი საღებავით იყო დაფარული. ამ წარწერით დადგინდა, რომ ეკლესიის მშენელობა დაიწყო 963 წელს. დროთა განმავლობაში ეს წარწერა გაქრა. 

წარწერა, რომელიც ამავე სტელას ამშვენებდა, დავითის გამარჯვების მოსაპოვებლი ვედრებაა - „დიდებულმცა არს მეფობა დავითისი, მიანიჭენ მას სიმართლით დღეგრძელობა და მტერთა მიმართ მძლეობა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე