ია აბულაშვილი
(16.02.2021)

კახეთში, ცივგომბორის მთის ყელში, სოფელ ვეჯინში დგას  ქართული ხუროთმოძვრების ძეგლი, ამაღლების ეკლესია, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება, თუმცა, მეცნიერთა ვარაუდით, ძეგლი უფრო ადრე უნდა იყოს აშენებული. ამ ეკლესიის შესახებ გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ  ეკლესიაში ჩადის გვირაბი, რომელიც ხეობაში სადარაჯო კოშკს უკავშიდება: „თითქმის ნახევარი ვერსი უნდა იაროს კაცმა დედამიწის ქვეშ, რომ ჩავიდეს ხევამდე. ხევში გვირაბის გასავალ კარზედ აშენებელია ბურჯი“.

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტაძარი ძალზედ დაზიანებულა და ასევე დაზიანებული იყო მისი უნიკალური ფრესკები.

„ეკლესია დიდი არ არის, მაგრამ შესანიშნავი მხატვრობით, რომელიც ბერძნების ხელობას უნდა ეკუთვნოდეს. გამაკვირვა ზოგიერთმა ნახატმა. საკურთხეველში,  ტრაპეზის პირდაპირ დახატულია ექვსი მამამთავარი, ზედ ბერძნული წარწერით. იქვე არის დახატული სილოამის წყარო, გვერდით არის მაცხოვარი მოციქულებითურთ. იმის დაბლა დახატულია სამარიტელი თავისი კოკით ჭასთან, მაცხოვარს ელაპარაკება და უკან მოციქულები დგანან“, - წერდა მე-19 საუკუის 80- ინი წლების დასასრულს გაზეთი „ივერია“.

გასული საუკუნის 20-იან წლებში კი ბოშევიკებს ამ ფრესკაზე, რომელზედაც მაცხოვარი ჩანდა, ზედ გაჯი წაუსვამთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე