თამთა ჩაჩანიძე
(18.08.2019)

 16 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ახალი არხი „მთავარი“ დააფუძნა, რის შესახებაც საკუთარ „ფეისბუქზე“ დაპოსტა. „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახალ ტელევიზიასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოსაზრება არ აქვს, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას აქვს უფლება დაარსოს მედიასაშუალება.

„არ ვარ მაგ საკითხით დაინტერესებული. ყველას აქვს უფლება დააარსოს ახალი არხი, ჩვენ ზოგადად დემოკრატია გვაქვს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. 

„დემოკრატია გვაქვს და ნებისმიერ მოქალაქეს ჩვენს ქვეყანაში უფლება აქვს დაარსოს ტელევიზია თუ სხვა მედიასაშუალება. ეს არის ადამიანების გადასაწყვეტი და  დამატებით განსაკუთრებული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, არაფერი არ  მაქვს“, - აცხადებს ზოიძე.

„მაშ ასე, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი.

წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი.  მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

„მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ“, - წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

ჩაწერა სახელი