თამთა ჩაჩანიძე
(11.07.2019)

 „პუტინის ყველა სიტყვა, რომელიც წარმოთქვა ამ საკითხის საუბრის ჟამს, ეფუძნება ერთ დიდ ტყუილს და მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ტერიტორიული ოკუპაციის პარალელურად ისტორიული ოკუპაციაც განახორციელოს, ფაქტობრივად მას უნდა, რომ ისტორიაც კი წაგვართვას, ის კგბ-ს ოთახებში დაწერილ ისტორიაზე გვესაუბრა." - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია ვლადიმირ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქები არასდროს ყოფილან საქართველოს შემადგენლობაში.

მისივე თქმით, აფხაზეთიც ისეთივე ქართული სამთავრო იყო, როგორებიც იყვნენ სამეგრელოს, გურიის, სვანეთის და სხვა იმდროინდელი ქართული სამთავროები.

„რეალობა კი ისაა, რომ დაწყებით სკოლაშიც კი არ შეიძლება ამდენი ისტორიული შეცდომის დაშვება, საკუთრივ რუსეთის ისტორიაზე ვგულისხმობ, როცა პუტინი ამბობს, რომ 1774 წელს მოხდა ოსეთის შეერთება რუსეთთან, იქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ დროს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე არანაირი ოსური ადმინისტრაცია არ არსებობდა. ეს ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია.

„საუბარია თვითონ ჩრდილოეთ ოსეთზე და იქაც კი უშვებს შეცდომას პუტინი იმიტომ, რომ 1774 წელს არ მომხდარა მთლიანად ჩრდილოეთ ოსეთის შეერთება, მათი ნაწილი ყაბარდოელების ხელში იყო, როგორიცაა დიგორის თემი, და სწორედ ეს თემი შემდეგ მე-18 საუკუნის 80-იან წლებში შეიერთა რუსეთმა.

„მე აღარ ვსაუბრომ აფხაზეთის ისტორიის განხილვისას, სადაც ნებისმიერი პოსტულატი და ფაქტი, რაც პუტინმა ახსენა, დიდი ტყულია, მათ შორის ის, რომ აფხაზეთი ცალკე სამთავრო ყოფილა. აფხაზეთის სამთავრო არსებობდა, მაგრამ ეს ოყო ჩვეულებრივი ქართული სამთავრო, როგორებიც იყვნენ სამეგრელოს, გურიის, სვანეთის სამთავროები და თვითონ აფხაზეთის მკვიდრნი არანაირად თვლიდნენ თავს უცხო სხეულებად, პირიქით ისინი ყოველთვის მიისწრაფოდნენ, რომ ინტეგრირებულები ყოფილიყვნენ ერთიან ქართულ სამეფო სამთავროებთან,"- ამბობს იგი.

სამუშიასვე თქმით, აფხაზეთის ტერიტორია ძირძველ ქართული მიწა-წყალს წარმოადგენდა, რისი დასტურიცაა უძველესი კულტურის ძეგლები.

„ნათელია, რომ აფხაზეთის ტერიტორია წარმოადგენდა ძირძველ ქართულ მიწა-წყალს, იქ არსებული ეროვნული კულტურის ძეგლები პირდაპირ მიუთითებს ამ ტერიტორიის ქართველურ კუთვნილებას, იქ არსებული ძეგლები, ეკლესიები, წარწერები, ეს არის სუფთა ქართული მასალა, ბედიის, ილორის, ლიხნის ტაძარი, როგორ გგონიათ, ეს ძეგლები რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობაა, ძეგლები რომლებზეც ქართული კვალია, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ ვიღაც უცხო ქართველებმა შექმნეს? და იქ მცხოვრები ადამიანები არ თვლიდნენ ქართული სამყაროს ნაწილს?

„მოქვის ტაძარი, სადაც 1300 წელს უნიკალური მოქვის სახარება გადაიწერა, რომელიც მინიატურებითაა შესრულებული, ამას წერდნენ ქართულად არაქართველები? ეს ხომ აბსურდია. ეს არც ისტორიის არცოდნა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი იმპერიული ნარატივი.

„ამის ერთადერთი წამალი ის არის, რომ ქართულმა სახელმწიფომ უფრომ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს, მე მხედველობაში მაქვს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და ასევე ქართველი მეცნიერები, რომლებმაც დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ამ სეგმენტს, ეს მთელს მსოფლიოში უნდა იყოს გატანილი და მსოფლიომ ამის შესახებ უნდა იცოდეს," - აცხადებს სამუშია „რეზონანსთან" საუბარში.

ჩაწერა სახელი
ეხა. (12.07.2019)
გინდაც რო იცოდნენ მსობლიმ ეს ყველაბერი რა აზრი აქვს. რითი ვეღარ შეიგნეთ რო გვერდე არავინ არ დაგვიდგება.

პეტრე (12.07.2019)
ჩვენ იმდენი ვიყრანტალეთ ამ სამხ.ოსეთზე, 2008-წლის ომზე, რომ შედეგიც გამოგვიცხო პუტინმა და ეხლა ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, ეს ტერიტორია საქართველოს საერთოდ ეკუთვნოდა თუ არა...

777 (11.07.2019)
გამოჩდა,როგორც იქნა, ცოტა მომატებულა , ეტყობა იკვევბება, დრო დაუდგა გამჩენის!!! 41!