ელზა პაპოშვილი
(10.07.2019)

  

ნიკა გვარამია კვლავ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად რჩება. რამდენიმე საათიანი თათბირის შემდეგ, სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომამ არ დაუჭირა მხარი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას გვარამიას გათავისუფლების შესახებ. ნიჟარაძე გვარამიას გადადგომის ერთ-ერთ არგუმენტად ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ასახელებდა. კენჭისყრაზე კი ამ მოთხოვნას თავად 9 %-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ არ დაეთანხმა.

ნიკა გვარამიას გადადგომის მოთხოვნის მთავარი არგუმენტი, არხის სარედაქციო პოლიტიკაა. ნინო ნიჟარაძის ინტერესების დამცველს, მაგალითად, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის, საავტორო მონოლოგი მოჰყავს, სადაც გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი, უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ გაბუნიას მონოლოგის გამო, არხმა სერიოზული ზიანი მიიღო. ამიტომაც ამაზე პასუხისმგებლობა მენეჯერმა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს. ადვოკატის აზრით, გაბუნიას გამოსვლა და მონოლოგი არხის დისკრედიტაცია იყო. ამაზე კი პასუხისმგებლობა გვარამიამ უნდა აიღოს, რადგანაც გაბუნისა 2 თვით გადაცემებში მონაწილეობის აკრძალვა საკმარისი არ არის.

თუმცა ყავლაშვილი აცხადებს, რომ მას სხდომაზე დარჩა შთაბეჭდილება, რომ გვარამია და არხის დომინანტი პარტნიორები ფიქრობენ, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგით არხის დისკრედიტაცია კი არ მოხდა, პირიქით, რეიტინგმა მოიმატა.

„ჩვენს მოთხოვნას სხდომაზე, რომ გვარამია გადამდგარიყო მხარი არავინ დაუჭირა. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი გაბუნიას გამოსვლას კომაპნიის რეიტინგისთვის სასარგებლოდ აფასებენ. ჩვენ კი ვთვლით, რომ ეს იყო კომპანიისთვის საზიანო, მათი პოზიციით, პირიქით, ეს კომპანიისთვის სასარგებლოა და ასწია რეიტინგი.

"სხვა საკითხებიც წარმოადგენს ჩვენი შესწავლის საგანს და თუკი ესეთი მიზანმიმართული პოლიტიკა, ასეთი მიზანმიმართული დამოკიდებულება იქნა კომპანიის დისკრედიტაციის მიმართულებით, აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში, რომელიც შეისწავლის ამ საქმიანობას", - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

მისი თქმით, სხდომას ნიკა გვარამია უძღვებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგთან დაკავშირებით მაქსიმალური რეაგირება ის არის, რასაც არხმა უკვე მიმართა და მეტს ვერაფერს იზამენ.

სხდომა გვარამიას მიყავდა და ის იყო დომინანტი, რომელიც საუბრობდა. იყო მცდელობა ჩვენი პოზიციის იმგვარად შეფასების, რომ ჩვენ ვითხოვთ ცენზურის დაწესებას არხზე. ბუნებრივია, ასე არ არის.

ჩვენი შეფასების საგანი იყო კონკრეტული ინციდენტი. აუდიტორებთან მიმართებითაც იყო საკითხი დაყენებული. გარკვეული დოკუმენტაციის მოწოდება მიმდინარეობს, თუმცა, დოკუმენტაციის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ გადმოსაცემია. კრებაზე დირექტორმა გამოხატა პოზიცია, რომ ეს დოკუმენტაცია დროულად გადმოგვეცეს და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხი ამოიწურება", - განაცხადა ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილი კი აცხადებს, რომ პარტნიორთა კრებას აქვს გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისდა მისი დანიშვნა-მოხსნის უფლება, იმ შემთხვევაში თუ დირექტორი მოქმედებს კომპანიის ინტერესების საზიანოდ და ეს უნდა იყოს დადასტურებული და დამტკიცებული. ამიტომაც მისი აზრით, ნინო ნიჟარაძეს ყველაფერი იმის დამტკიცება მოუწევს, რასაც ის გვარამიასთან დაკავშირებით ამბობს. თამთა მურადაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2"-ის პარტნიორთა კრება 29 ივნისს, უნდა ჩატარებულიყო მაგრამ მაშინ ეს სხდომა ორი კვირით გადაიდო.

„ეს სხდომა 29 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა, გადადების ინიციატორი თავად ნინო ნიჟარაძე იყო. მასთან შედგა კომუნიკაცია პარტნიორთა კრების დანიშვნის თარიღის შესახებ. პასუხი უნდა შეეტყობინებინა, თუმცა, ძალიან არაკორექტულად მოიქცა პარტნიორის ადვოკატი არ გაგვაგებინა პასუხი და დღეს პრესის საშუალებით გავიგეთ, რომ აპირებს მოსვლას და ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხის დასმას, ამასთან წინასწარ არ გაუფრთხილებია სხვა პარტნიორები რომ ამ საკითხის დაყენებას აპირებდნენ პარტნიორთა კრების სხდომაზე",- აცხადებს თამთა მურადაშვილი.

ჩაწერა სახელი
????? (11.07.2019)
Eks katamio daarkves kargi saxeli mara margoba darchenili akvs sakatmeshi rodamde unda vuyurot am satanas

დათუნია (11.07.2019)
გვარამიამ პირდაპირ ეთერში რომ მოისაქმოს რამხელა რეიტინგი ექნება რ-2 იცით?

აუსტრა (11.07.2019)
როგორ ველოდი ამ დღეს! პუტინის კრიშის ქვეშ ყველა ქვეყნის მოღალატეს გილოცავთ გვარამიას გადარჩენას. აბა ჰე! ამერიკას არ ძინავს! სანამ რკინა ცხელია გამოჭედეთ ნამგალი და ურო და ურტყით საქართველოს! სიტყვის თავისუფლებას ამოფარებულო პუტინისტებო იზეიმეთ. საქართველოს მაგინებელი ისევ ხაზზეა! მალე გაბუნიაც ამობრწყინდება! ეს იქნება ბილწსხეულობის და საპოჟნიკის ენით მოლაპარაკე გურუს დიადი მეორედ მოსვლა! მიშას ფრთა დიდი ხანია ლუსტრირებურია! ახლა აგენტებით გაძეძგილი ქართული ელიწის რიგია. მათაც ვლეწოთ ქართველებო! ნათელაშვილისნაირ ფლიდებზე არ მაქვს საუბარი. ეგ ისედაც გასაგებია. უფრო მსხილი მატლების ამოსრესაა საჭირო!

გესტაპოს ოფიცერი (11.07.2019)
პუტინს დაბადების დღე როდის აქვს, კლეტკაში ჩავსვათ და პუტინს გავუგზავნოთ საჩუქრად!

ბიძინა სამართლიანი (11.07.2019)
ამ ყლის გულისთვის რაომ უნდა დაგვბომბონ?!

დაგმე მიშა (11.07.2019)
სომეხია ეს ნაბოზარი!

რასპუტინი (11.07.2019)
შეიძლება მართლაც მოუწიოს კრემლის საახალწლო სუფრაზე, ამას საცივში ჩადებენ, და კონჩიტას კუჭმაჭში გაუშვებენ

სამნიძე & კორძაია (11.07.2019)
საცივიდან ამომხტარ ინდაურს ჰგავს.

ალფრედ ნობელი (11.07.2019)
გენიალური პიროვნებაა!