ელზა პაპოშვილი
(12.11.2018)

 ვინ ემუქრება პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და ვინ არიან ის ყოფილი სამხედროები, რომლებიც ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ამ განცხადებას კი წინ ზურაბიშვილის წინააღმდეგ სოცილურ ქსელში აგვისტოს ომის მონაწილე სამხედროების განცხადება უძღოდა. ყოფილი სამხედროები წერენ, რომ ანწუხელიძის სამშობლოში მოღალატეს მთავარსარდლად არ აირჩევენ და ყველა სამხედროს ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს, მოუწოდებენ, რომ თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირონ.

ლაშა ლაფავა, ვასო მაჭავარიანი, დავით ანათელავა, გოჩა სარალიძე, გიორგი რუსიტაშვილი, გიორგი ფარცვანია, ჯემალ სეფიაშვილი, ბესო ქათამაძე, ეს არის იმ ყოფილი სამხედრო პირების არასრული სია, რომლებიც ზურაბიშვილის წინააღმდეგ სოცილურ ქსელში მიმდინარე კამპანიას უერთდებიან. ესენი არიან სამხედროები, რომლებიც 2008 წლსი ომში იბრძოდნენ.

ჯარისკაცები ამით გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვას უერთდებიან. გენერალმა ყველა სამხედროს ზურაბიშვილის განცხადების დაგმობა მოუწოდა, რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთის წაინააღმდეგ ომი საქართველომ დაიწყო.

"მე როგორც ჩემი სამშობლოს ერთ-ერთი რიგითი დამცველი, ღვთისა და ერის წინაშე პირობას ვდებ, არასდროს შევეგუები ჩემი სამშობლოს ოკუპაციას. არასდროს დავუჭერ მხარს ჩემი სამშობლოს მტრებს, არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს მოღალატე სალომე ზურაბიშვილს!"- წერენ სამხედროები საჯარო სივრცეში.

ყოფილი სამხედროები აცხადებენ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მათ განცხადებას ბევრი იზიარებს და მეთაურების ბრძანების შესრულებაზე უარს ამბობენ, სადაც მათ აიძულებენ, რომ მხარი „ოცნების" კანდიდატს ზურაბიშვილს დაუჭირონ. მათი აზრით, თითქმის ყველა ბატალიონსა და დანაყოფში არმია ერთსულოვანია. სამხედროებს არ სურთ ისეთი პრეზიდენტი და მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს და არმიას შეურაცხყოფას აყენებს.

სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულები არიან, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან. პრეზიდენტობის კანდიდატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებისთვის და რეაგირებისკენ მიმართავს.

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ 2008 წლის ომის მონაწლე სამხედროებს საკუთარი აზრის დაფქსირების უფლება აქვთ და მათთვის ომის თემაზე გაკეთებული ყველა განცხადება შეურაცხმყოფელი და მიუღებელია.

ამიტომ ის კამპანია რაც მათ ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაიწყეს, სრულიად ლოგიკურია და ამის მოლოდინი არსებობდა. მათი აზრით, ქვეყანაში, არანაირი სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხეს არ არსებობს და ეს თემა მხოლოდ ხელისუფლების მიერ ხელოვნურად არის წამოწეული, რომელიც, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ კი ზურაბიშვილის წინააღმდეგ ვინმე მსგავს შეტყობინებებს გზავნის, ამას ბრიფინგის ჩატარება არ სჭირდება და ის უსწრაფესად გამოძიებული უნდა იქნას. პოლიტოლოგების აზრით, ზურაბიშვილის ბრალდებებსაც დამტკიცება სჭირდება.

გენერალ-ლეიტენატი დევი ჭანკოტაძე, რომელიც 2008 წელს საარტილერიო ბრიგადას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ეს იყო არა პოლიტიკური, არამედ სამხედრო პირის განცხადება იყო. მისი თქმით, მას არ სურს მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში დაადანაშაულებს.

გენერლის განცხადებით, რუსეთმა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო ომისთვის მზადება. კონკრეტული ამოცანები და გეგმა ჰქონდათ, მათ შორის საქართველოს სრული ოკუპაცია.

გენერალი ამბობს, რომ 2008 წლის ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები სახელმწიფოს მხრიდან ნაცვლად მათი დაფასებისა, შესაძლოა ჰააგის სასამართლოში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ.

„ჩვენ გვეომებოდა რუსეთის 58-ე საჯარისო არმია, მეოთხე საჰაერო არმია, მათი პირადი შემადგენლობა შეადგენს 50 ათასზე მეტს, როგორ წარმოგიდგენიათ ამხელა არადის გადმოსროლა ჩრდილოეთ კავკასიის ოლქიდან ცხინვალში, 400-500 კილომეტრი... რა დროში უნდა მოახერხო? ამას მინიმუმ 2-3- კვირა დასჭირდებოდა. ჩვენი ჯარი რომ შევიდა კონფლიქტის ზონაში, ოკუპანტების შენაერთები უკვე დახვდა. ომი დაწყება ზუსტად ეგ არის, მეორე დღეს როგორ აღმოჩნდა მთელი 58-ე არმია?

ეს ნიშნავს, რომ უკვე შემოსულები იყვნენ. 2004 წელს რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს ბაზის მომზადება და 2007 წელს დაასრულეს მშენებლობა. მათი ამოცანა იყო ჩვენი მოსახლეობის გაძევება, მეორე ამოცანა, ქართული ჯარის განადგურება, მესამე - თავისი სამხედრო ძალების შექმნა და მეოთხე მთავარი ამოცანა იყო თბილისის აღება.

ჩვენ ჯარის დამსახურებაა რომ მათ მთლიანად ვერ შეასრულეს ამოცანა. ქართული ჯარი შევიდა რადგან მოდიოდნენ პროვოცირებაზე. 2-3 აგვისტოს უკევ დაღუპულები გვყავდა, მაინც ვარიდებდით თავს, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ იყო. სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, პარლამენტმა და ჯარმა.

სწორედ ამ ჯარის დამსახურებაა, რომ ჩვენ რუსულად არ ვლაპარაკობთ. გამოვედი და ვთქვი სიმართლე, მე ამ ბიჭებს ბოლომდე დავიცავ. თუ კიდევ ვინმეს არ ესმის, ვინ დაიწყო ომი, უბრალოდ არ უნდა რომ გაიგოს" - აცხადებს დევი ჭანკოტაძე.

დევი ჭანკოტაძემ 2012 წელს დატოვა სამსახური და ბოლო ჯილდო ამერიკის შეერთებულმა შტატემა გადასცა. მიღებულია აქვს წმინდა გიორგის ორდენი, პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, რომელიც მან აფხაზეთის ომის შემდეგ მიიღო.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნებისმიერი აგრესია მიუღებელია, მითუმეტეს, როდესაც მუქარის ადრესატი ქალია. თუმცა ხუხაშვილის აზრით, თუ ვინმეს რამის გაკეთება სურს, ის ასეთ ღია მუქარებს არ გზავნის და ჩუმად მოქმედებს.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ ზურაბიშვილს ვინმე მუქარის შემცვლელ შეტყობინებებს ნამდვილად უგზავნის ეს დანაშაულის შემცველი ფაქტია და ამაზე სამართალდამცველმა სტრუქტურებმა უნდა იმუშავონ.

ხუხაშვილი ამბობს, რომ მისთვის ზურაბიშვილის პრესკონფერენცია გაუგებარი იყო, რადგანაც ის სახელისუფლო გუნდის მიერ მხადაჭერილი კანდიდატია, შესაბამისად პოლიცია ასეთ ფაქტებზე უნდა მოქმედებდეს და ზურაბიშვილი ხელისუფლებას ბრიფინგებით არ უნდა ესაუბრებოდეს.

„ჩემთვის გაუგებარი იყო ზურაბიშვილმა სამოქალაქო სექტორს რატომ მიმართა და რა პრეტენზიები აქვს მათთან. ამაზე პასუხისმგებლები სამართალდამცველები არიან, რომლებმაც რეაგირება, თუ ეს მუქარა რელურად ხდება, უნდა მოახდინონ. ჩვენთან ეს სიძულვილის ენა დამკვიდრდა და ორმხრივია. ოპოზიციურ კანდიდატს „ოცნება" და მისი მხადამჭერებიც აგრესიას და მუქარებს არ აკლებენ. ამიტომ ზურაბიშვილის ზოგადად ასეთი ენით საუბარი უნდა დაეგმო და ჩვენ ვხედავთ, რომ ომბუდსმენსაც კი ემუქრებიან.

"თუმცა,ზურაბიშვილის მიმართ, სამხედროების ემოციები გასაგებია. მათი ფსიქოლოგია სხვაგვარად არის მოწყობილი. ისინი სიტუაციას ნახევარ ტონებში არ უყურებენ და ყველაფერს თეთრით ან შავით ხედავენ. ისინი თვლიან, რომ ზურაბიშვილის განცხადებებმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ინტერესები სერიოზულად დააზიანა.

"ასევე დააზიანა მათი მემკვიდრეობა. ეს ადამიანები ხომ ქვეყნისთვის თავს წირავდნენ. აქ სწაუბარი არ არის იმაზე, მართალს ამბობს, თუ ტყულის. აქ იმაზეა საუბარი, რომ საერთაშორისო სასამართლოებზე ქვეყნის ინტერესები ზიანდება. ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ემოციები შევიკავოთ",-აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან".

მისივე თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ომის მონაწილე სამხედროების პოზიციამ შესაძლოა საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვიოს და სამოქალაქო ომი დაიწყოს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. მისი აზრით, ამ თემას ხელისუფლება ააქტიურებს და სურს, რომ აპოკალიპტური სურათი დახატოს. რელურად კი ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ჩაწერა სახელი