ია აბულაშვილი
(17.05.2022)

ოპოზიცია ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ბრძოლას უცვლელი სტრატეგიით იწყებს - ისევ გაერთინების მცდელობა და საუბრი პარლამენტის დატოვებაზე. „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ფართომასშტაბიან კომპლექსურ აქციებს აანონსებს, რომელსაც ორგანიზებას პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები გაუწევენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტები კი აცხადებენ, რომ „ნიკა გვარამიას ბოლო წლების მთავარი ქმნილება „მთავარი არხი“ აგრძელებს ბრძოლას ნიკას თავისუფლებისთვის, რომელიც, „ქართულმა "ოცნებამ“ გახადა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთი სიმბოლო“.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ოპოზიციის პათოსს იზიარებს და აცხადებს, რომ გვარამიას და სააკაშვილის გათავისუფლება პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემად უნდა დარჩეს. თუმცა ოპოზიციას ურჩევს, რომ სხვა მიმართულებითაც გააქტიურდენენ და „ქართულ ოცნებას“ წინააღმდეგობის სხვადასხვა ცენტრები შეუქმნან.

„ემოციური გადაწყვეტილებების ნაცვლად საჭიროა გააზრებული ქმედებები. რა თქმა უნდა, გვარამიას და სააკაშვილის გათავისუფლება მთავარი თემაა, მაგრამ საჭიროა, რომ ოპოზიცია გააქტიურდეს სხვა საკითხებთან მიმართებაში და „ოცნებას“ მუდმივად შეუქმნას წინაღმდეგობა. 

„დღეს ოპოზიცია „ოცნებასთან“ აგებს საინფორმაციო ომს, რადგან მმართველმა გუნდმა დააჯერა საზოგადოება, რომ ერთადერთი ძალაა, რომელმაც შეძლო, რომ ქვეყანა ომში არ ჩართულიყო, რაც ვერ შეძლო წინა ხელისუფლებამ 2008 წელს და პროვოკაციას წამოეგო.  

„არის კიდევ სხვა საკითხები, რაშიც ოპოზიცია აგებს. ამიტომ, უნდა გააქტიურდეს, იქნება ეს „ოცნების“ მხილება მუდმივად ტყუილებში, კორუფციაში და ა.შ.  

„რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ეს იქნება შეცდომა, რადგან მიზნის მისაღწევად ოპოზიციამ ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენოს, მათ შორის პარლამენტის. საკონსტიუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბევრია სამუშაო. მე ვფიქრობ, პირველი, რაც ოპოზიცმა უნდა გააკეთოს, რადგან ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ტარდება, დაიწყოს მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის, გავიდეს ხალხში და მოიზიდოს მხარდამჭერები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე