დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატს გია ვოლსკის „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და უმრაველოსბის ყოფილი დეპუტატი და პარტია „ჩვენი საქართველოს" ლიდერი გედევან ფოფხაძე დაუპირისპირდებიან.
როგორც ფოფხაძე „რეზონანსთან" ამბობს, არც ვოლსკის და არც ჯაფარიძეს კონკურენტებად არ აღიქვამს, რადგან, მისი თქმით, მათგან მნიშნელოვნად განსხვავებული ღირებულებები აქვს.
„რატომ უნდა ვისაუბრო ვინმეს კონკურენციაზე? მე დიდუბეში მოძრაობა და ამომრჩეველთან ურთიერთობა უკვე დაწყებული მაქვს და ვგრძნობ, რომ ხალხი განწყობილია იმისათვის, რომ „ჩვენი საქართველოსა" და პირადად ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირონ.
„ზურა ჯაფარიძესა და ჩემს შორის რადიკალურად განსხვავებული ღირებულებებია, შესაბამისად, ჩვენ არანაირი გადაკვეთაც არ გვაქვს. ის ულტრალიბერალია და ეკონომიკაში ფაქტიურად ანარქისტია, მე კი კონსერვატიული ღირებულებების ვარ. ჯაფარიძესთან რა ელექტორალური საერთო შეიძლება მქონდეს?!
„რაც შეეხება გია ვოლსკის, ჩვენს შორისაც ძალიან მკვეთრი განსხვავებაა. მე მიმაჩნია, რომ გია არა ხალხის, არამედ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ამიტომაც წამოვედი „ქართული ოცნებიდან", რომ მინდა ხალხის ინტერესებს ვემსახურო. შესაბამისად, გიას მანდატი გიას მანდატი იქნება, თუმცა ეს ხალხს რაში სჭირდება, ამას ვერ ვხვდები.
„ამ ორივე კანდიდატს აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ნიშა აქვს, მე სულ სხვა ღირებულებები და მსოფლმხედველობა გამაჩნია. ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა უფრო ღირებულებითი არჩევანი უნდა გააკეთოს: უნდა ის რეალობა რაც დღესაა? - ხმას ვოლსკის აძლევს; თუ უნდათ დაბოლოლი საქართველო ერთსქესიანთა ქონწინების ფონზე - ხმას ზურაბ ჯაფარიძეს მისცემს და თუ კონსერვატიული, ტრადიციული ღირებულებები და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება უნდათ - ამას ჩვენ ვთავაზობთ.
„ჩემი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი დავარწმუნო იმაში, რომ ჩემი მხარდაჭერით ისინი სწორ არჩევანს აკეთებენ და ამით მხარს თავიანთ ინტერესს უჭერენ, რომ პარლამეტში ხალხის მსახურები იყვნენ და არა გაყიდული პოლიტიკოსები. მაგალითად, პარტია „თავისუფალ საქართველოს" ჰყავს წარდგენილი კანდიდატი, რომლის მსოფმხედველობა ჩემს მსოფლმხედველობასთან რაღაც დოზით თანაზიარია, მაგალითად, იპოთეკებისა და ბანკების თემა, აქ უფროა ჩვენი პოზიციათა თანხვედრა, ვიდრე სხვებთან.
„მე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ძალიან იმედიანად ვარ. სხვა კანდიდატებს არ ვუყურებ და ვემზადები იმისათვის, რომ ისეთი მხარდაჭერა მივიღო, რაც არჩევნების მოგებისთვის საკმარისი იქნება, კარდაკარ დავდივარ და პოზიიური ცნობადობა კი საკმაოდ დიდი მაქვს, იმდენად აქტიური კამპანია მინდა ჩავატარო, რომ მინდა ამ რაიონმა სხვა რაიონებსაც ბიძგი მისცეს, რომ ჩვენი საქართველოს გამარჯვებისთვის იბრძოლონ, მე მხოლოდ ჩემს გამარჯვებაზე არ ვფიქრობ", - განაცხადა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე