მარიამ ნებულიშვილი
(18.08.2020)

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პოლიტიკური მოძრაობა „ლელო" აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, დაახლოებით ერთ თვეში მოსახლეობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ჩრდილოვან პარლამენტს წაუდგენენ. შესაძლო კანდიდატების სახელების და გვარების დასახელებისგან ნაცვლიშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„დაახლოებით ერთ თვეში დაავასახელებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ჩრდილოვან პარლამენტს. ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების სახელების და გვარების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ერთ თვეში მოსახლეობა გაიგებს ამ ინფორმაციას დაწვრილებით", - ამბობს ნაცვლიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შემქნის აუცილებლობა დადგა, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ „ლელო" დასავლური ღირებულებების პარტიებთან ითანამშრომლებს. „ნაციონალურ მოძრაობასთან" და „ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციის შექმნას კი გამორიცხავენ.

„რაც შეეხება შესაძლო კოალიციებს, ლელოს შექმნის მიზანი იყო ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გაეჩინა ჯანსაღი და რეალური ალტერნატივის შესაძლებლობა. ეს იქნება ჩვენი ამომავალი წერტილი მათ შორის კოალიციის ფორმირების დროს.

„ასევე ორი მნიშვნელოვანი პრინციპი, პირველი - სახელმნწიფო ინტერესის პარტიულ ინტერესზე მაღლა დაყენება, რითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ და მეორე - პროდასავლური ორიენტაციის მქონე ცალკეული პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ძალები.

„დაველოდოთ, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანიები პარტიების მხრიდა, როგორ ჩატარდება არჩევნები და რა პოლიტიკური განლაგება გვექნება. ახლა წინმსწრებად საუბარი იმაზე, თუ ვინ ვინ რამდენ პროცესს მიიღებს და როგორი სურათი შეიქმნება, ნაადრევია. არჩევნები არ არის ის მათემატიკა, რომელიც შესაძლებელია მაღალი სიზუსტით გამოიცნო. პოლიტიკური პროცესია, საქართველოში არსებობდა და ახლაც არსებობს საკმაოდ დიდი პროცენტი ამომრჩევლების, რომელიც ამ მომენტისთვის არ არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ასეთი ხალხი ძალიან დიდ როლს ითამაშებს საარჩევნო შედეგებზე.

„ჩვენ დიდი ხანია გაცხადებული გვაქვს, რომ ივანიშვილთან და სააკაშვილთან კოალიციაშ არ შევალთ. შესაბამისად, არც მმართველ გუნდთან და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრიმლობა არ განიხილება. ჩვენ ამ განხადების ერთგულნი ვრჩებით. მათთან თანამშრომლობა რომ გვდომოდა, „ლელო" არ შეიქმნებოდა", - თქვა ნაცვლიშვიმა.

ნაცვლიშვილი არ უარყოფს „ევროპულ საქართველოთან" შესაძლო კოალიციას, თუმცა ამ ინფორმაციას არც ადასტურებს. მისი თქმით, „ლელოს" მთავარი სურვილია, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტი იყოს.

„მე, პირველ რიგში როგორც მოქალაქეს, მაქვს მოლოდინი და დიდი სურვილი, რომ პარლამენტი იყოს პრულარისტული, ბევრი საინტერესო პარტია თუ ინდივიდი შევიდეს პარლამენტში", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე