"30 წელია ვიბრძვი ადამიანის უფლელებისთვის, მაქვს შედეგებიც, მაგრამ ცვლილებებისთვის მჭირდება მეტი მანდატი და შესაძლებლობა. ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ დარღვეული უფლებების აღდგენის პერსპექტივა.
"ამ კუთხით "ტრიბუნას" აქვს კონკრეტული გეგმები, მოხდა ჩვენი პოზიციების დაახლოება და გაერთიანება"- აცხადებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, რომელიც პოლიტიკურ პარტია "ტრიბუნას" შეუერთდა.
"დაუშვებელია ქვეყანაში ადამიანებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა დარღვეული უფლებების აღდგენის. 30 წელია ვიბრძვი ადამიანის უფლებეისთვის, მაქვს ცოდნაც გამოცდილებაც და შედეგებიც, მაგრამ მეტი მანდატი მჭირდება და შესაძლებლობები ცვლილებების განსახორციელებლად.
"ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ დარღვეული უფლებების აღდგენის პერსპექტივა. ამ კუთხით "ტრიბუნას" აქვს კონკრეტული გეგმები, მოხდა ჩვენი პოზიციების დაახლოება და შემდეგ გაერთიანება. იმედია ჩვენს გუნდს ბევრი ადამიანი შემოუერთდება და მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწევთ.
"რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, კერძოდ წინასაარჩევნო პერიოდს, სამწუხარო სცენარებით დაიწყო - ტემპერატურა და ვნებათაღელვა პიკს აღწევს და ალბათ არჩევნების მოახლოებასთან ერთად სურათი კიდევ უფრო მძიმე იქნება. პოლიტიკური პაექრობა არ უნდა აღწევდეს ასეთ ფორმებს.
"რაც შეეხება ოპოზიციაში მიმდინარე პოცესებს, დაქსაქსულობა ვისაც აწყობს ვიცით, მაგრამ ოპოზიციას რომ არ ჰყოფნის გონება, რა მოჰყვება ამას ეს არის სამწუხარო. პოლიტიკური ძალები, რომლებმაც თავიდან განაცხადეს, რომ გაერთიანდებოდნენ, ისინიც ვერ ახარხებენ ერთობას.
"ტრიბუნა" ამ გაერთიანებაში თავიდანვე არ შედიოდა, პერსპექტიულად არ მიაჩნდა და არც ახლა აპირებს ვინმესთან გაერთიანებას.
რთული სიტუაციაა, მაგრამ მეორე ეტაპი დაიწყება პარლამენტში, რომელიც იქნება ჭრელი და პოლიტიკურ ძალებს მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა და საქმის გაგრძელება.
"პირველ რიგში კი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იმ პრობლემებისკენ, რომელიც საზოგადოებისთვის დღეს არის მნიშვნელოვანი, დარღვეული უფლებების აღდგენა, ქონების დაბრუნება, სამუშაო ადგილები და ა.შ.
"ვისურვებდი, რომ წინასაარჩევნო პროცესი არ წარიმართოს არაეთიკური გზებით და ღია საჯარო დებატები იყოს განმსაზღვრელი ამომრჩევლის მომხრობის. ამომრჩველმა უნდა გადაწყვიტოს ვისი პროგრამა მოსწონს"- განაცხადა "რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე